რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი

რატომ ჩაიშალა ბათუმში ჯგუფ Звери-ს კონცერტი

ხვალ, 29 აგვისტოს ბათუმის კორტების ტერიტორიაზე რუსული როკ-ჯგუფის Звери-ს კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა შოუ ჩაიშალა. ამის შესახებ ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ჯგუფი Звери, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იძულებულია განაცხადოს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შესახებ. კონცერტის ორგანიზატორი იყო GTS Group, რომელმაც არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და დათქმულ ვადაში არ გადმოურიცხა ჰონორარი მუსიკოსებს.

ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფ Звери-ს დიდი ხანია სურდა ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა და იმედი გვქონდა მალე შევხვდებოდით ერთმანეთს. ვიმედოვნებთ, ჩვენი შეხვედრა შედგება 2017 წელს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში. ველოდებით შემოთავაზებებს სხვა პრომოუტერებისგან საქართველოდან" - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ბოლოს კი მითითებულია, რომ ბილეთების თანხის დაბრუნება განხორციელდება საიტზე tkt.ge.

საპასუხო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა კომპანია Звери-მა, რომელმაც ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანის ვალდებულება აიღო.

"გაყიდული ბილეთების თანხების დაბრუნება დაიწყება ოთხშაბათიდან და დავაბრუნებთ ჩვენ და არა tkt.ge, რომელიც უზრუნველყოფდა უბრალოდ ტექნიკურ მხარეს გაყიდვების... დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ხვალ... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება