თინეიჯერების კერპი თბილისში - რა ფოტოებს ავრცელებს საქართველოდან მსახიობი ლილი კოლინზი

თინეიჯერების კერპი თბილისში - რა ფოტოებს ავრცელებს საქართველოდან მსახიობი ლილი კოლინზი

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ლილი კოლინზი საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, თინეიჯერების კერპი საქართველოში ფილმის გადაღებებისთვის ჩამოვიდა.

27 წლის ლილი კოლინზი წარმოშობით ბრიტანელია, თუმცა ამერიკაში გაიზარდა. ლილი ცნობილი მომღერლის ფილ კოლინზის ქალიშვილია.

ახალგაზრდა მსახიობმა კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: "სიყვარულით, როზი", "სარკევ, სარკევ", "სიკვდილის იარაღი: ძვლების ქალაქი"; "სიყვარულში გაჭედილი" და სხვა.

მსახიობი ფეისბუქისა და ინსტაგრამის პირად გვერდზე, რომელთაც საერთო ჯამში 7 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს, საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. თუ ამ ფოტოებით ვიმსჯელებთ, ლილი მოიხიბლა თბილისის ხედებითა და განსაკუთრებით მოეწონა თბილისური "სტრიტ არტი".

"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ