ვარსკვლავები, რომლებიც გვიან დაქორწინდნენ

ვარსკვლავები, რომლებიც გვიან დაქორწინდნენ

წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც გვიან ასაკში დაოჯახდნენ:

ჯორჯ ქლუნი და ამალ ქლუნი

არავინ ელოდა, რომ ამალი მოახერხებდა ჰოლივუდის მთავარი შინაბერას, ჯორჯ ქლუნის მორჯულებას. თუმცა, ამალმა ბევრ ქალს გული დაწყვიტა და 36 წლის ასაკში ჯორჯ ქლუნის ცოლი გახდა, შემდეგ კი მის გვარზეც გადავიდა.

ჯერი ჰოლიველი და კრისტიან ჰორნერი

ბენდ Spice Girls-ს ერთ-ერთი წევრი ჯერი ჰოლიველი ათასობით მამაკაცის საოცნებო ქალი იყო, თუმცა მხოლოდ 40 წლის შემდეგ გათხოვდა. მისი რჩეული გახდა ფორმულა 1-ს Red bull racing-ს ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი. წყვილი 15 თვის ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდა, ამ დროს ჯერი 41 წლის იყო.

პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი

პენელოპამ თავის თანამემამულე მსახიობი ხავიერ ბარემი აირჩია ცხოვრების პარტნიორად, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრუსის პირველი სიყვარულიც ყოფილა (მათ პირველად ერთმანეთი 17 წლის ასაკში გაიცნეს). ქორწინების დროს პენელოპა 36 წლის გახლდათ.

რეიჩელ უაისი და დენიელ კრეიგი

ჯეიმს ბონდის ცოლობას ბევრი ქალი ვერ ახერხებს, განსაკუთრებით როდესაც ზურგს უკან წარუმატებელი ოჯახური ცხოვრება აქვს მოტოვებული. თუმცა მას შემდეგ, რაც რეიჩელმა კრეიგის ცოლობა ეკრანზე გამოსცადა (ფილმში Dream house), მიხვდა, რომ ეს სწორედ ის მამაკაცი იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა. რეიჩელი გათხოვებისას 41 წლის გახლდათ.

როუზ მაკგოუენი და დეივი დიტეილი

როუზი წარულში ისეთ მამაკაცებს ხვდებოდა, როგორიცაა მერლინ მენსონი და რეჟისორი რობერტ როდრიგესი. საბოლოოდ მისი რჩეული მხატვარი დეივი დეიტეილი აღმოჩნდა, რომელსაც მსახიობი 2013 წელს გაყვა ცოლად. ამ დროს მაკგოუენი 40 წლის იყო.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"