"ისრაელიდან მერმა ბილეთები გამომიგზავნა"

"ისრაელიდან მერმა ბილეთები გამომიგზავნა"

ახალგაზრდა და ლამაზი მომღერალი - ნატალი სულავა-დევდარიანი ძალზე აქტიური გოგონაა: აგვისტოშიც კი, დასვენების პარალელურად, კონცერტებში მონაწილეობს და ისრაელში გასამგზავრებლად ემზადება...

- ძალიან კარგად ვისვენებ. ახალდაბასა და ბორჯომში, ჩემს აგარაკზე ვიყავი. თბილისში ერთი დღით ჩამოვედი. საღამოს საგარეჯოში კონცერტი მაქვს, ზეგ ბათუმში მივდივარ. ჩემი ერთ-ერთი დაქალი უცხოეთშია, მალე ჩამოვა, გულის ფანცქალით ველოდები, რომ ერთად გავერთოთ და ბათუმი "დავიმხოთ" (იცინის).

- "ვოისში" მონაწილეობის მერე, სულ კონცერტები გაქვს. შემოთავაზებებს სხვებისგან იღებ თუ თავად აქტიურობ?

- "ვოისის" მერე, უამრავი შემოთავაზება მქონდა. ბევრ რაღაცაზე უარი ვთქვი, რადგან წელს სკოლა "ექსტერნად", ერთი წლით ადრე დავამთავრე და არ მეცალა, სულ გაკვეთილები მქონდა... 1 კვირაა, რაც ისრაელიდან მერმა, მოშე ბოთრაშვილმა ბილეთები გამომიგზავნა: ოქტომბერში, აშდოთში კონცერტია და ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად მეც მივემგზავრები. ახლა ჩემს სიმღერებს ჩაიწერენ, რომლებიც შემდეგ რადიოებში დატრიალდება... ბევრს ვშრომობ, კარგი რომ გამოვიდეს.

- შენთვის წლევანდელი ზაფხული განსხვავებულია?

- განსხვავებულია. სადაც კი მივდივარ, თუ კონცერტის შანსია, ყველგან მეპატიჟებიან, პატივს მცემენ, მცნობენ... ეს ყველაფერი ძალიან მიხარია. ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ, როცა მესალმებიან. მათ მიმართ მეც სითბოს გამოვხატავ. ახალდაბაში, აგარაკზე ყოფნისას, ყველა მეუბნებოდა, - გგულშემატკივრობთო...

- ვისთან ერთად ისვენებ ხოლმე?

- ჩემს დაქალებთან ერთად. აგარაკზე ერთი მეგობარი წავიყვანე. სლოვენიაში მცხოვრები დაქალის (რომელიც ასევე, დევდარიანია და ნათესავები ვართ) საქართველოში ჩამოსვლამდე, ბათუმში ვიქნები. როცა ის ჩამოვა, ქობულეთში წავალთ. ახლა ბათუმში დედაჩემის დაქალებთან ერთად მივდივარ.

- დედის დაქალებს კარგად უგებ?

- კი, ძალიან კარგად. ჩვენ შორის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობს. რომ ვთქვა, ისინი ჩემი დაქალები არ არიან-მეთქი, მაგრად ეწყინებათ (იცინის).

- როგორ ერთობით?

- რაღაც თემებზე ვჭორაობთ ხოლმე, ვთქვათ - თაყვანისმცემლებზე.

- ღამის კლუბებში სიარული უყვართ?

- კი, სხვათა შორის. ახალდაბასა და ბორჯომში რომ ვიყავი, ისინი დღეგამოშვებით რესტორნებში, კლუბებსა თუ ბარებში დადიოდნენ. შაბათ-კვირას ასეთი განტვირთვა აქვთ. ხან მეც მათთან ერთად ვარ, ხან - ჩემს მეგობრებთან. კლუბები და ღამის ცხოვრება მიყვარს, მაგრამ - ზომიერების ფარგლებში.

- დასასვენებლად დამოუკიდებლად არასდროს ყოფილხარ?

- არა. ასე წელს დავისვენებ, ჩემს დაქალთან ერთად.

- უცხოეთში გიმოგზაურია?

- ისრაელში უნდა წავიდე. "ზაგარი" ძალიან მიყვარს და იქ ოქტომბერშიც კარგი მზე არის. თან, წმინდა მიწაზეც გავივლით... მთელი გრძნობითა და ემოციებით ველოდები გამგზავრებას...

- როცა დასასვენებლად მიდიხარ, ბევრი ბარგი მიგაქვს?

- ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს: სადმე 3 დღით რომ მივდიოდე, 1-2 კვირის სამყოფ ტანსაცმელს წავიღებ. ახლა ბორჯომში რომ ვიყავი, ხომ არ ვიცოდი, რომელიმე სასტუმროში მომღერლად თუ ამიყვანდნენ? ჰოდა, საკონცერტო, გამოსასვლელი რამდენიმე კაბა მაინც მქონდა წაღებული. ყოველთვის მინდა, ფორმაში ვიყო. როცა მეუბნებიან, - ვის ეპრანჭები, სულ ფორმაში რომ ხარო? ვპასუხობ: საკუთარ თავს-მეთქი. თავს კომფორტულად ვგრძნობ, კარგად რომ გამოვიყურები. ამიტომ, როცა დასასვენებლად მივდივარ, საოცრად ბევრი ბარგი მიმაქვს.

- როგორი საცურაო კოსტიუმები მოგწონს? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება