"ცოლ­მა არ იეჭ­ვი­ა­ნოს, არ ვიტყ­ვი"...- რატომ არ ესწრებოდა ცოლის თამაშებს და­თო ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი

"ცოლ­მა არ იეჭ­ვი­ა­ნოს, არ ვიტყ­ვი"...- რატომ არ ესწრებოდა ცოლის თამაშებს და­თო ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი

"ბო­ლო წლებ­ში წიგ­ნე­ბის კითხ­ვა შე­ვამ­ცი­რე. რა და­სა­მა­ლია და, სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლი არ მომ­წონს",

- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი, და­თო ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ეს მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის ბრა­ლი არ არის, წიგ­ნებს გა­რ­კ­ვე­ულ­წი­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მოც და­შორ­და.

- იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს თა­ვის გა­სა­მარ­თ­ლე­ბელ არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა. ჩემ­ზე ბევ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ცი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებს კითხუ­ლო­ბენ. რო­გორც მკითხ­ვე­ლი, ცო­ტა­თი გავ­ზარ­მაც­დი, სა­კუ­თარ თავს მო­ბი­ლი­ზე­ბა უნ­და გა­ვუ­კე­თო და წიგ­ნებს და­ვუბ­რუნ­დე. პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის კითხ­ვა­საც და­ვიწყებ, "ჰა­რი პო­ტე­რი" იქ­ნე­ბა. მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი მაქვს წა­კითხუ­ლი და მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. არ წა­მი­კითხავს და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი". წინ სხვა არა­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა მაქვს.

წიგ­ნის სამ­ყა­რო­ში ჩე­მი მეგ­ზუ­რე­ბი მშობ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მე­რე ეს საქ­მე იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და, მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მ­ნა და მიშ­ლიდ­ნენ. ღა­მე საბ­ნის ქვეშ ჩუ­მად ვკითხუ­ლობ­დი. "გან­ძ­თა კუნ­ძუ­ლის" კითხ­ვა­ში ღა­მე გა­ვა­თე­ნე.

გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში - ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძი­სა და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა შე­მიყ­ვარ­და. "და­თა თუ­თაშ­ხი­ა" ის ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად ვუბ­რუნ­დე­ბი და საყ­ვა­რელ ეპი­ზო­დებს ხელ­მე­ო­რედ ვკითხუ­ლობ.

სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ჟინ­რო ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მე­სა­მე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­საც ვსწავ­ლობ­დი, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მშობ­ლე­ბის თხოვ­ნი­თა და ხათ­რით უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე და თე­ატ­რა­ლურ­ში მე­რე ჩა­ვა­ბა­რე. სპექ­ტაკ­ლებ­ზე ხში­რად დავ­დი­ო­დი და მსა­ხი­ო­ბო­ბა მო­მინ­და. ადა­მი­ან­მა ის საქ­მე უნ­და აკე­თოს, რაც აინ­ტე­რე­სებს.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე­უღ­ლის (ინ­ტე­ლექ­ტ­კ­ლუ­ბის წევ­რი, ირი­ნა ფრუ­ი­ძე) გუნ­დის თა­მაშს დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვეს­წ­რე­ბო­დი, ვი­მი­ზე­ზებ­დი - შა­ვი პი­ჯა­კი არ მაქვს-მეთ­ქი. მე­რე ერ­თი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რას და­ვეს­წა­რი და მწა­რედ წა­ა­გეს. - შენ ცუ­დი ფე­ხი გქო­ნია, მე­ო­რედ აღარ მოხ­ვი­დეო (ი­ცი­ნის), ამიკ­რ­ძა­ლა. მე­ო­რე თა­მაშ­ზე მა­ინც მი­ვე­დი და მო­ი­გეს.

პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიძ­მა­კა­ცებ­დი დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის მი­ჩი­ნი­ოს­თან. ჰეკ­ლ­ბე­რი ფინ­თან ვი­მე­გობ­რებ­დი, მდი­ნა­რე­ზე მას­თან ერ­თად ტი­ვით და­ვეშ­ვე­ბო­დი. ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და? წიგ­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ქა­ლი გვხვდე­ბა (ფიქ­რობს), მაგ­რამ ცოლ­მა არ იეჭ­ვი­ა­ნოს, არ ვიტყ­ვი (ი­ცი­ნის).

- წმინ­და იოანე ოქ­რო­პი­რი ამ სას­მ­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და: "ი­მის­თ­ვის მოგ­ვე­ცა, რა­თა ვი­ხა­როთ და არა იმის­თ­ვის, რომ უმ­ს­გავ­სოდ მო­ვიქ­ცეთ. იმის­თ­ვის, რომ ვი­ცი­ნოთ და არა იმის­თ­ვის, რომ დაგ­ვ­ცი­ნონ. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­სამ­ტ­კი­ცებ­ლად და არა - სნე­უ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად. სხე­უ­ლის გა­სა­მაგ­რებ­ლად და არა - სუ­ლის მო­სა­უძ­ლუ­რებ­ლად".

- ღვი­ნის შე­სა­ხებ ამ­ბობს. თა­ვის დრო­ზე მა­მა­ჩემ­მა და­წე­რა: "რო­მა­ე­ლე­ბი იტყოდ­ნენ,/ "ინ ვი­ნო ვე­რი­ტას",/ ჩემ გვერ­დით არ დად­გეთ,/ ვინც ღვი­ნოს ვერ იტანთ".

- ვინ არის ავ­ტო­რი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ძეგ­ლი­სა, რო­მე­ლიც კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის წინ დგას?

- გია ჯა­ფა­რი­ძე.

- ბერ­ძ­ნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რა ერ­ქ­ვა მი­წის­ქ­ვე­შა სამ­ყა­როს მბრძა­ნე­ბელს?

- ჰა­დე­სი.

- რო­გორ მცე­ნა­რე­ებს უწო­დე­ბენ მო­ნო­კარ­პულს?

- დამ­ტ­ვერ­ვას­თან არის კავ­შირ­ში?

- მცე­ნა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერ­თხელ ყვა­ვი­ან. ექი­მე­ბის აზ­რით, ის ხელს უშ­ლის კა­რი­ე­სის წარ­მოქ­მ­ნას, აძ­ლი­ე­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, აყოვ­ნებს სი­ბე­რეს და ამაღ­ლებს ცხოვ­რე­ბის ტო­ნუსს. რა აქვთ ექი­მებს მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ვერ ვხვდე­ბი.

- ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ოღონდ ამის­თ­ვის სა­ჭი­როა პარ­ტ­ნი­ო­რი გყავ­დეს.

- კოც­ნა?

- დი­ახ. ეს მწვერ­ვა­ლი სვა­ნე­თის კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვარ წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ზე­მო სვა­ნე­თი­სა და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის საზღ­ვარ­ზე. ზღვის დო­ნი­დან 5 068 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე. რო­მელ მწვერ­ვალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- უშ­ბაზე?

- არა. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება