მილიონერები პოდიუმზე: რამდენ ფულს გამოიმუშვენ Victoria's Secret-ს სუპერმოდელები

მილიონერები პოდიუმზე: რამდენ ფულს გამოიმუშვენ Victoria's Secret-ს სუპერმოდელები

ალბათ ერთხელ მაინც გინახავთ Victoria’s Secret-ის ჯადოსნური შოუები, სადაც ულამაზესი მოდელები ანგელოზის ფრთებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და გამორჩეული თეთრეულით პოდიუმზე ზებუნებრივი არსებებივით დაიარებიან. ის, თუ რამდენს უხდიან შოუს მონაწილე მოდელებს, დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა, არსებობენ მოდელები, რომელთა შემოსავლები დათვლილია და ჟურნალ "ფორბსზე" დაყრდნობით იმ დაზუსტებულ ციფრებს გაგაცნობთ, რომელსაც სუპერმოდელები თავიანთი სილამაზის წყალობით ეუფლებიან.

ბრაზილიელი "ანგელოზი" ადრიანა ლიმა წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს თავისი კონტრაქტებით "მეიბელინთან" და "ვოგთან".

ლიმას რამდენიმე მილიონით ჩამორჩება მისი თანამემამულე ლამაზმანი ალესანდრა ამბროსიო და წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ დოლარს მატებს თავის საბანკო ანგარიშს. მას საცურაო კოსტუმების საკუთარი ხაზი აქვს.

აგრეთვე ხუთ მილიონი დოლარის ფარგლებში აქვს წლიური შემოსავალი სამხრეთ აფრიკელ მშვენებას კენდის სვეინპოელს, რომელსაც კონტრაქტი "ვერსაჩეს" სუნამოების ხაზთან აქვს გაფორმებული.

Michael Kors-ის სახე ამერიკელი ლამაზმანი ლილი ოლდრიჯი წელიწადში სულ რაღაც ორ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ჯენერებისა და კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელი ახალგაზრდა მოდელი კენდალ ჯენერი, რომელიც კელვინ კლაინის საცვლების რეკლამებში მონაწილეობს და ცოტა ხნის წინ "მანგოს" სახე გახდა, წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მისი მეგობარი ჯიჯი ჰადიდი, რომელიც მოკლე დროში გლობალურ ვარსკვლავად და შოუბიზნესის ინდუსტრიის ყველაზე ცნობად სახედ ყალიბდება, წელიწადში 2.5 მილიონი დოლარის "ანაბარაა დარჩენილი".

მომზადებულია elitedaily.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება