კლაუდია შიფერს მილიონერი მეზობელი ფიჭვის ხის მოჭრისთვის უჩივის

კლაუდია შიფერს მილიონერი მეზობელი ფიჭვის ხის მოჭრისთვის უჩივის

ესპანეთის ქალაქ პალმა დე მაიორკას სასამართლომ მიიღო მულტიმილიონერ ვილი ვებერის სარჩელი, რომელიც სუპერმოდელ კლაუდია შიფერს მის ტერიტორიაზე მდგარი ორი ფიჭვის ხის განადგურებისთვის უჩივის. აღსანიშნავია, რომ კუნძულ მაიორკაზე ცნობილი ადამიანების ვილები მეზობლად მდებარეობს. ვებერი თვლის, რომ შიფერმა და მისმა ქმარმა მოჭრეს ხეები, რათა ხედი გაეუმჯობესებინათ, რითაც საკუთარი სახლის ღირებულება გაზარდეს. ვებერმა პირველად საჩივარი 2015 წლის ივლისში შეიტანა.

74 წლის გერმანელი მილიონერი კლაუდია შიფერს მისი ქონების უკანონო მითვისებასა და გარემოსადმი მიყენებული ზიანისთვის უჩივის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება