ლანა ღოღობერიძის სახლი, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს

ლანა ღოღობერიძის სახლი, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს

"ინ­ტე­რი­ერს ყვე­ლას­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და ის ჩემ­თ­ვი­საც რა­ღა­ცას გან­საზღ­ვ­რავს, უპირ­ვე­ლე­სად, იმ გან­წყო­ბი­ლე­ბას მიქ­მ­ნის, რო­მე­ლიც ჩე­მი შინ ყოფ­ნის ხა­სი­ათს გა­ნა­პი­რო­ბებს", - გვე­უბ­ნე­ბა კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლა­ნა ღო­ღო­ბე­რი­ძე, რო­მელ­საც ცო­ტა ხნის წინ შინ, ვე­რა­ზე ვეს­ტუმ­რეთ.

ქალ­ბა­ტო­ნი ლა­ნა ცხოვ­რობს სახ­ლ­ში, სა­დაც წარ­სუ­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა ერ­თ­მა­ნეთს ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყ­მის. რე­ჟი­სორს ყვე­ლა ნივ­თი უყ­ვარს, რო­მე­ლიც იქ არის და­ცუ­ლი, ზო­გი­ერ­თი კი, რო­გორც ამ­ბობს, მთელ მის ცხოვ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს... ამ სახ­ლ­ში მის­ვ­ლა ყვე­ლას უხა­რია.

- მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სწო­რედ სახლს უკავ­შირ­დე­ბა. დი­დი ოთა­ხი, რო­მე­ლიც 85 კვ.მ-ია, ჩე­მი მე­უღ­ლის, ლა­დო ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლის (ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი და არ­ქი­ტექ­ტო­რი) სა­ხე­ლოს­ნო გახ­ლ­დათ, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი იყო. მე­რე ისე მოხ­და, რომ ბი­ნა, რო­მე­ლიც ფა­ლი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და, ამ სა­ხე­ლოს­ნოს გვერ­დით ბი­ნა­ზე გად­მოვ­ც­ვა­ლეთ და ამას შე­ვუ­ერ­თეთ.

მოკ­ლედ, ამ სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი ლა­დოს უკავ­შირ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, აქ მი­სი ნა­ხა­ტე­ბია, ხომ ხე­დავთ, მთე­ლი კე­დე­ლი მათ ეთ­მო­ბა. აქ­ვეა ზუ­რა ნი­ჟა­რა­ძის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბიც, მაგ­რამ ლა­დოს ეს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. არ­ქი­ტექ­ტო­რის­თ­ვის ასე­თი ხატ­ვა იშ­ვი­ა­თია...

მოკ­ლედ, მინ­დო­და, რომ ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და. ავე­ჯიც ძი­რი­თა­დად ის არის, რაც მის სი­ცოცხ­ლე­ში გვქონ­და: კა­მო­დი, სა­ვარ­ძ­ლე­ბი, ბევ­რი რამ დი­დი ლა­დო მეს­ხიშ­ვი­ლის (მსა­ხი­ო­ბი), ანუ ლა­დოს ბა­ბუ­ის ნა­ქო­ნი საგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბია. ამ სკივ­რით მას კოს­ტი­უ­მე­ბი დაჰ­ქონ­და, რო­დე­საც გას­ტ­რო­ლებ­ზე და­დი­ო­და...  განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება