ვინ არის ალისა დანელია, მომღერალი რომელმაც ''ახალი ტალღა'' 2016 -ზე საქართველო წარადგინა

ვინ არის ალისა დანელია, მომღერალი რომელმაც ''ახალი ტალღა'' 2016 -ზე საქართველო წარადგინა

მუსიკალურ კონკურსზე ''ახალი ტალღა'' ორი ქართველი კონკურსანტი მონაწილეობს.

გიორგი ნადიბაიძემ პირველ საკონკურსო დღეს უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა. ალისა დანელია კი მეექვსეზე.

ალისას ენერგიულმა გამოსვლამ დარბაზში ყველას ყურადღება მიიპყრო.

ალისა დანელია წარმოშობით ბათუმიდანაა, 2011 წელს ''ჯეოსტარში'' იღებდა მონაწილეობას, თუმცა ჟიურის გულის მოგება ვერ შეძლო. მოგვიანებით რუსულ ''იქს ფაქტორში'' მიიღო მონაწილეობა.

ამჯერად კი ''ახალ ტალღაზე'' ცდის ბედს. "ბედნიერი ვარ, რომ სოჭში შემეძლება საქართველო წარვადგინო", - ამბობდა ალისა კონკურსის დაწყებამდე.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება