რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად

რა ბიზნესს იწყებს ნინა წკრიალაშვილი "ჯეობარის" სექსუალურ მონაწილესთან ერთად

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი მალე ბიზნესლედის სტატუსსაც მოირგებს. წკრიალაშვილმა თბილისში თეთრეულის მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. ამ საქმეში მასთან ერთად მომღერლის მეგობარი ნელიკო ნაჭყებიაა. ნაჭყებია საზოგადოებამ რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო, მოგვიანებით მან, ისევე როგორც ნინამ, ქართული "ფლეიბოისთვისაც" გაიხადა. გოგონები დიდი ხანია მეგობრობენ და ახლა ერთობლივი ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტეს. ამის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"მე და ჩემი პარტნიორი, ნელიკო ნაჭყებია, ერთ თვეში გავხსნით მაღაზიას, სადაც გაიყიდება საქართველოში დამზადებული, ქალისა და მამაკაცის საკმაოდ ხარისხიანი თეთრეული. იქნება წინდებიც, საცურაო კოსტიუმები, ხალათები. მაღაზია ფალიაშვილზე იქნება. სურვილი გვაქვს ქსელური მაღაზია იყოს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

- სად დაისვენეთ?

- თავიდან მე და ნელიკო სენტროპეში ვიყავით და მერე ჩემს მეგობარ თამარასთან ერთად ბოდრუმში გახლდით. ოღონდ სულ მეძინა და სანაპიროზე ვიყავი ხოლმე, სასტუმროდან არ გამოვსულვარ... ყველას ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ, მაგრამ მართლა არაფერი მაინტერესებს საქმისა და ძილის გარდა. თუ არ მძინავს, საქმესაც ვერ ვაკეთებ. საქმეს თუ ვერ ვაკეთებ, ფული არ მაქვს და უფულობა არ შემიძლია.

- არც არავინაა ისეთი შენს ცხოვრებაში, ვინც გაფინანსებს?

- არავინ. გინდ დაიჯერე, გინდ - არა. იმ დღეს ვამბობდი, მარტო ყოფნით დავიღალე-მეთქი და მაგრად დამცინეს. რა დროს უნდა გყავდეს ვინმეო. მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართლა არ მაქვს ამ ეტაპზე დრო. ალბათ, არც მინდა, თორემ, რომ მინდოდეს, დრო გამოინახება. სიყვარულს და უსაქმურობას მირჩევნია ბევრი საქმე და უსიყვარულობა. შეიძლება ავადმყოფი ვარ, ვერ გეტყვი, მაგრამ ძალიან ტკბილია საკუთარი შემოსავალი, პირდაპირ კავშირშია თავისუფლებასთან. მირჩევნია ვიყო თავისუფალი, ვიდრე შეყვარებული და ვიღაცას ვუყურო ხელებში.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს