ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო დევიდ კომას კაბებით "კომაში ჩაგაგდებენ"

ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო დევიდ კომას კაბებით "კომაში ჩაგაგდებენ"

დევიდ კომას სახელი მსოფლიო შოუბიზნესში უკვე კარგად ცნობილია. თბილისში დაბადებული ლონდონელი დიზაინერი ისეთ ვარსკვლავებს აცმევს, როგორებიც არიან: გვინეტ პელტროუ, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ჯენიფერ ლოურენსი, ბლეიკ ლაივლი, კარლი კლოსი, ევა ლონგორია, ჯიჯი ჰადიდი, ჯესიკა ალბა და სხვები.

ამჯერად, ქართველი დიზაინერის კაბები მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და მაღალშემოსავლიანმა მოდელებმა მოირგეს - Victoria's Secret-ის ანგელოზები ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო ერთ-ერთ წვეულებაზე კომას 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წითელი და შავი კაბებით გამოჩნდნენ. ადრიანა ლიმა კომას ხშირი კლიენტია და მისი სამოსით სხვადასხვა საღამოსა თუ წვეულებაზე ჩნდება.

დაათვალიერეთ ვარსკვლავები კომას კაბებში

დევიდ კომამ, იგივე დავით კომახიძემ უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა, ლონდონში გადასვლით კი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იქ ჩასვლისთანავე მოეწყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესოდ აღიარეს. შემდეგმა კოლექციამაც აღიარება და ორი პრესტიჟული ჯილდო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მოუტანა. ფეშენ ინდუსტრიის დებიუტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერდნენ. მალევე კომამ კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ მაღაზია Brown’s Focus-თან.

2009 წელს ის ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული ხდება და საკუთარ მარკას ქმნის. ახლა დევიდი 30 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა დიზაინერია ლონდონში, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ს კრეატიული დირექტორიც გახლავთ.

ასევე წაიკითხეთ: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

52 წლის ჯულია რობერთსი საცურაო კოსტუმში - მსახიობის ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა ფანები აღაფრთოვანა

"დიდებული საუკუნის" მსახიობმა პოლიციელები დაჭრა და მძევლები აიყვანა -  მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მონიკა ბელუჩის ქალიშვილის თვალისმომჭრელი სილამაზე - ახალი ფოტოები Dolce & Gabbana-ს რეკლამიდან