ვინ მოიპოვა პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანის ტიტული - კადრები ბათუმიდან, სადაც "მისტერ და მის პლანეტა 2016" აირჩიეს

ვინ მოიპოვა პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანის ტიტული - კადრები ბათუმიდან, სადაც "მისტერ და მის პლანეტა 2016" აირჩიეს

ბათუმში პირველად სილამაზის კონკური "მისტერ და მის პლანეტა 2016" ჩატარდა. ღონისძიება მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. კონკურსში 35 ქვეყანა მონაწილეობდა. "მის პლანეტას" ტიტული 20 წლის ბულგარელმა გოგონამ მოიპოვა, "მისტერ პლანეტა 2016" კი აზერბაიჯანელი ჯოზეფ ჯაფარი გახდა.

კონკურსში საქართველოს სახელით თამუნა ჯიშკარიანი მონაწილეობდა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

"მისტერ და მის პლანეტა 2016" სამოდელო სააგენტო "კატრინის" ორგანიზატორობით ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში ბათუმს 30-მდე კონკურსანტი და საერთაშორისო ჟიური ეწვია. რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, ის დაკომპლექტებული იყო ჟურნალისტების, მომღერლების, დიზაინერების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

ნინო ხოზრევანიძე

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება