უმა თურმანის ულამაზესი ქალიშვილი მოდელი გახდა

უმა თურმანის ულამაზესი ქალიშვილი მოდელი გახდა

უმა თურმანის 18 წლის ქალიშვილი მაია, რომელიც დედას ძალიან ჰგავს, ბრიტანული კომპანიის, AllSaints-ის სახე გახდა. ფირმის კრეატიული დირექტორი უილ ბიდლი ძალიან კმაყოფილია, რომ დამწყები მოდელი მათ კოლექტივს შეუერთდა. ”მაია ძალიან ჭკვიანია, ლამაზი, ენთუზიაზმით სავსე და საქმეში მრავალი ორიგინალური იდეა შემოაქვს”, - განაცხადა მან.

მაია ოჯახში უკვე მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელიც მოდის სფეროში მოღვაწეობს. მისი დედაც, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა, მოდელად მუშაობდა. წარმატებული მოდელი იყო უმას დედა ნენა, რომლის ნიჭიც ”ვოგის” ფოტოგრაფმა აღმოაჩინა. ამასთან, მაიას დიდი ბებიაც, შვედი ბრიჯეტ ჰოლმკვისტი სამოდელო საქმეში იყო ჩართული. მაია უმას უფროსი შვილია, რომელიც მსახიობ ითენ ჰოკთან ქორწინებიდან ჰყავს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება