დიდი სიურპრიზი "ჩემი ცოლის დაქალებისგან" - რომელი ცნობილი მსახიობი შეემატა სერიალს

დიდი სიურპრიზი "ჩემი ცოლის დაქალებისგან" - რომელი ცნობილი მსახიობი შეემატა სერიალს

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" რამდენიმე დღეში ეთერში ბრუნდება. სერიალის მეათე სეზონი 16 სექტემბერს იწყება "რუსთავი 2"-ზე.

მაყურებელი მოუთმენლად ელოდება ახალ სერიებს და როგორც აღმოჩნდა, სერიალის შემქმნელები მრავალ სიურპრიზს უმზადებენ გულშემატკივრებს. ახალი თრეილერიდან ირკვევა, რომ სერიალში ბრუნდება ბევრისთვის საყვარელი გმირი მაკა - მსახიობი ნინო კასრაძე, რომლის გმირზეც აგებულია ახალი სეზონის პირველი სერიალი.

თუმცა, ეს მთავარი სიურპრიზი არ არის. მოემზადეთ... სერიალის მეათე სეზონში არც მეტი არც ნაკლები, მსახიობ მერაბ ნინიძეს ვიხილავთ!

ახალი სეზონის პრომოში ნინო კასრაძისა და მერაბ ნინიძის გმირები ზღვისპირა კურორტზე, სასტუმროში ხვდებიან ერთმანეთს. თრეილერიდან ჩანს, რომ ორივე მარტო ისვენებს და მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება... როგორ განვითარდება სერიალში მათი ურთიერთობა და რამდენ ხანს დარჩება სერიალში სუპერ პოპულარული მსახიობი, ჯერჯეობით უცნობია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება