"მის უკრაინა 2013" იტალიელ მილიონერ ქმარს აშშ-ში გაექცა

"მის უკრაინა 2013" იტალიელ მილიონერ ქმარს აშშ-ში გაექცა

სილამაზის კონკურსის, "მის უკრაინა 2013"-ის გამარჯვებულის, ანნა ზაიაჩკოვსკას ცხოვრება ბოლო დროს განხილვის თემა გახდა. მოდელი იტალიელ მილიონერ ქმარს ამერიკაში გაექცა.

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გოგონა სახლიდან გავიდა, ქმარს კი უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა. თუმცა ანნა სახლში არ დაბრუნებულა. მაშინ, მეუღლემ, ჯანლუკა ჩერვავამ პოლიციას ცოლის დაკარგვის ამბავი შეატყობინა.

რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ გოგონა აშშ-ში იმყოფებოდა. ინსტაგრამზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ანნა უცნობ მამაკაცთან ერთადაა. ანნამ სახლიდან წაიღო მეუღლის მობილური ტელეფონი, დოკუმენტები და სეიფიდან 6 ათასი ევრო. წასვლისას გოგონამ დედამთილს შეტყობინებაც დაუტოვა: " შენს შვილს გვერდიდან არ მოშორდე. ის ანგელოზია. ნუ დატოვებ და ნუ მიატოვებ მას".

ამ დროისთვის გოგონას კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა მეუღლემ კი კვლავ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ჯანლუკა ანნას სასამართლოში უჩივის, საქორწინო კონტრაქტის დარღვევის გამო.

ლეა ხიმშიაშვილი +ფოტო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება