"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე

"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმეში თავით გადაეშვა - გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. 37 წლის ასაკში თავისუფალი ქალის სტატუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების რთული ეტაპი. ტაბუდადებულ თემაზე - ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გამეხმაურებინა. მარტიდან აგვისტომდე მე და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება. მე მის თხოვნას მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი, როცა ეს ამბავი ხალხმა გაიგო, უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებელი ვიყავი. არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.

მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა.

- დღეს როგორია თქვენი ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან?

- ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა. ერთმანეთის მტრები ვერ გავხდებით, მე ჩემს ყოფილ მეგობრებს არ ვმტრობ, რაც არ უნდა მაწყენინონ და შეცდომები დაუშვან. მე საკუთარ, განვლილ ცხოვრებას ვცემ პატივს, არასდროს ვღალატობ ადამიანს, ვისაც ჩემი მეგობარი ერქვა. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიქნებით. ჩვენ არ დავრჩით არც მეგობრებად, არც ამხანაგებად და კარგ ნაცნობებადაც კი. ვახერხებთ იმას, რომ ძიძის მეშვეობით გვქონდეს ურთიერთობა საბასთან დაკავშირებით. მას პერსონალური ურთიერთობა აქვს მამასთან, როცა მისი გაგზავნის დრო დგება ბუდაპეშტში, ამ საკითხსაც ძიძის მეშვეობით ვაგვარებთ, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არასდროს ჩავდგები ამ ორ ადამიანს შორის...

საკმაოდ დიდხანს ვეძებდი ყველაფერს მასზე, იმ ქალზე. "ფეისბუქზე" ვეძებდი ფოტოებს, შემთხვევით სააგენტოდან გავიგე ის, რასაც მე ვეძებდი. როგორ დავმალო, რომ როგორც ქალს, მაინტერესებდა, როგორი იყო ვიზუალურად ის ქალი. თუმცა, ის არაფერ შუაშია. ქალური ინტერესია, ვინაა შენ შემდეგ. არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როდესაც მისი ფოტოები ვნახე. მას შემდეგ მათი ამბავი აღარ მომიკითხავს, ყველაფერი წარსულში დარჩა...

თამუნა ნიჟარაძე

ჟურნალი "თბილისელები"

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"მორჩა...შუაღამისას მაფინების ჭამა დასრულდა“ - შიშველი უილ სმიტი უჩვეულო ფორმაში და გაკვირვებული გულშემატკივრები

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?