ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე

ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილების გრანდიოზული ქორწილი მოსკოვში - რას წერს პრესა ფხაკაძე-ჩიგირინსკებზე

რუსული გლამურული პრესა აჭრელდა მოსკოვში 18-19 სექტემბერს გამართული ქორწილის დეტალებით. მთავარი მოქმედი გმირები ქართველი და რუსი ბიზნესმენების შვილები - მიხაილ ჩიგირინსკი და ნატა ფხაკაძე არიან.

ალექსანდრ ჩიგირინსკის უფროსმა შვილმა 25 წლის მიკამ ცოლად ქართველი ბიზნესმენის - ვახტანგ ფხაკაძის შვილი ნატა ფხაკაძე მოიყვანა. ქორწილი ებრაული წესების გათვალისწინებით ჩატარდა. ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე პატარძალმა ქმრის სარწმუნოება მიიღო.

იხილეთ კადრები ქორწილიდან

ცერემონია მოსკოვის გარეუბანში მდებარე ელიტურ სასახლეში Zhavoronki Event Hall-ში გაიმართა. წვეულებაზე უამრავი ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ფილიპ კირკოროვი, ბრიტანული ჯგუფი BLUE, ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად და სხვა. ცერემონიას ბერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ.

რუსეთში გლამურულ წრეებში მიკა ჩიგირინსკის და ნატა ფხაკაძის წყვილს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხანგრძლივ წყვილად მიიჩნევენ. მიკამ საყვარელ ქალს ხელი ნიუ-იორკში, ცენტრალურ პარკში სთხოვა.

ვახტანგ ფხაკაძე თბილისში კარგად ცნობილია მისი პარფიუმერული ბიზნესით. მას პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია" აქვს, ასევე, საქართველოში "ივ როშეს", "მაკის", "კალცედონიასა" და "ინტიმისიმის" დამფუძნებელია. მისი ქალიშვილი ნატაც მამის კვალს გაყვა და სილამაზის ბიზნესშია ჩართული.

რაც შეეხება, ალექსანდრ ჩიგირინსკის, ის წარმოშობით ქართველია, თუმცა წლებია რუსეთში ცხოვრობს. მისი უფროსი ძმა შალვა ჩიგირინსკი, საზოგადოებისთვის მეტად ცნობილია. ქუთაისში დაბადებულმა, დედით ებრაელმა და მამით ბერძენმა ძმებმა ჩიგირინსკებმა რუსეთში არნახული ქონება დააგროვეს. 2010 წლის მონაცემებით, ალექსანდრ ჩიგირინსკის ქონება 500 მილიონს აჭარბებდა.

რაც შეეხება მის უფროს ძმას, შალვას, წლებია "ფორბსის" რუსული ვერსიის თანახმად 100 ყველაზე მდიდარი რუსის რეიტინგში, პირველ 50-ში ხვდება. შალვა ჩიგირინსკი მილიარდების მფლობელია. სხვადასხვა შეფასებებით, მისი ქონება, 2-2,3 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს. 2016 წელს ის აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩში დააპატიმრეს. ის არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად ბიზნესმენი ყველა ბრალდებას უარყოფდა. 66 წლის შალვა ჩიგირინსკი 50 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლევან ჯიბღაშვილმა მეორე შვილს სიმამრის სახელი დაარქვა - "ახალ წელს ჩამოვლენ ჩვენთან და ვნახავ პატარას..."

"შოკში ჩავვარდი, ადამიანები მირეკავდნენ, წაგვიყვანეთ ამერიკაშიო" - "ვიზების საქმეზე" დაკავებული ჯიმი მაქაცარიაა: რას ამბობენ საქმის ფიგურანტები?

"აღარ მომწონს ჩემი გარეგნობა, ცხვირი, ტუჩი...გავხდი ფილტრის მსხვერპლი" - თიკა ფაცაცია საზოგადოებას მიმართავს