ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

ვინ არის ქალი, რომელთან რომანსაც ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის დაშორებას მიაწერენ

ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და სექსუალური წყვილის - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ გავრცელებულმა ცნობამ მსოფლიო მედია და ფანები შოკში ჩააგდო. 12-წლიანი მყარი კავშირის დანგრევას და საუკეთესო წყვილის გაყრას არავინ ელოდა. ანჯელინას და ბრედს 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი - 10 წლის შაილო და 8 წლის ტყუპები - ვივიენი და ნოქსი, წყვილის ბიოლოგიური შვილები არიან. დანარჩენი სამი - 15 წლის მედოქსი, 11 წლის ზაჰარა და 13 წლის პაქსი, აყვანილები არიან და მშობლები მათზე ერთნაირად ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას.

წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს ფილმ "მისტერ და მისის სმიტის" გადაღებებზე გაიცნო. მაშინ ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე დაქორწინებულმა პიტმა ანჯელინას მომხიბვლელობას ვერ გაუძლო და მეუღლეს უღალატა... ახლა ისტორია მეორდება, ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება ზოგიერთი დასავლური გამოცემა - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მრავალწლიან ურთიერთობას სწორედ სამსახურებრივმა რომანმა დაუსვა წერტილი.

ნახეთ: ფილმი, რომელმაც ანჯელინა ჯოლის და ბრედს პიტის ოჯახში ბზარი გააჩინა

მთავარი "დამნაშავე" - მარიონ კოტიარია, 40 წლის ფრანგი მსახიობი და მომღერალი. მისი და ბრედ პიტის მონაწილეობით, ზამთარში ეკრანებზე რობერტ ზემეკისის საომარი დრამა - Allied გამოდის. ფილმში 1940 წლის მოვლენებია აღწერილი.

ბრედ პიტის გმირს - ამერიკელ აგენტს, ჩრდილოეთ აფრიკაში უმძიმესი მისიის დროს ფრანგი მებრძოლი ქალი უყვარდება. წყვილის რომანტიკული კავშირი ახალი ძალით ლონდონში იწყება, სადაც ურთიერთობას ომის მძიმე პერიოდი გამოცდის...

ზოგიერთი გამოცემის ვარაუდით, გადასაღებ მოედანზე ფილმის მთავარ გმირებს შორის რომანტიკული ურთიერთობა წარმოიშვა, თუმცა People-თან საუბრისას ფილმის პროდიუსერმა 40 წლის მარიონსა და 52 წლის ბრედს შორის არასამსახურებრივი კავშირი გამორიცხა:

"მათ გადაღების დაწყებისთანავე უდიდესი პატივისცემა გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ. როგორც კი როლები მოირგეს, მათი გმირების ქიმია ყველასთვის ცხადი გახდა. 2016 წლის გაზაფხულზე, სანამ გადაღება დაიწყებოდა, მათ ძალიან შეუწყვეს ხელი ერთმანეთს თავიანთი გმირების ხასიათის ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა გრეჰემ კინგმა.

მარიონ კოტიარი ოსკარის მფლობელია. 2008 წელს მან სანუკვარი ჯილდო მიიღო ედიტ პიაფის ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის ფილმში La Vie en Rose. მსახიობის მეუღლე ცნობილი ფრანგი რეჟისორი და მსახიობი გიიომ კანეა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. სამსახიობო და სამოდელო კარიერის გარდა (კოტიარი Dior-ის სახეა), მსახიობი საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული. ის Greenpeace-ის აქტიური აქტივისტია.

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის