ბიძინა ივანიშვილი გია ჭირაქაძის შემოქმედებით-საიუბილეო კონცერტს ოჯახის წევრებთან ერთად ესწრება

ბიძინა ივანიშვილი გია ჭირაქაძის შემოქმედებით-საიუბილეო კონცერტს ოჯახის წევრებთან ერთად ესწრება

ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის შემოქმედებით-საიუბილეო კონცერტს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად ესწრება.

ფილარმონიის წინ დღეს გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება. მანამდე კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გია ჭირაქაძისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართება. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

გია ჭირაქაძეს 21 სექტემბერს 79 წელი შეუსრულდა. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ ანსამბლ "ქართული ხმების" ორი თაობა, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ნანული აბესაძე, ოთხი გია, თბილისური კვარტეტი, კონსერვატორიის სექსტეტი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მარიკო ებრალიძე, მაკა ზამბახიძე, დათო ნოზაძე, დავით მიზანიშვილი და მისი ბენდი.

გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში ანსამბლ "ქართული ხმების", შემდეგ უკვე ანსამბლ "დიელოს’’ წევრი იყო. მან 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი ჭირაქაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება