ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიასთან გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა

ფილარმონიის წინ ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც გია ჭირაქაძეს იუბილე მიულოცა.

"მინდა საყვარელ გიას მივულოცო. მასთან ვმეგობრობ დიდი ხანია. გარდა იმისა, რომ ის არის ძალიან მაგარი მუსიკოსი, ის გახლავთ ჩემი მეგობარი და მასწავლებელი. ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს ქართველი მსმენელები და მაყურებლები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გია ჭირაქაძის თქმით, ეს დღე მისთვის დაუვიწყარია და მან შეკრებილ მსმენელს მხარდაჭერისა და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა. "ეს დღე რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვის სიყვარულს და იმას, როცა საზოგადოებისგან დიდ სიყვარულს გრძნობ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემი დაფასებისთვის", - განაცხადა გია ჭირაქაძემ.

კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დღევანდელი საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა ადამიანების დაფასებას ემსახურებოდა. მისი თქმით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავებისთვის ახალი მოედანი გაიხსნა, სადაც პირველი გია ჭირაქაძის ვარსკვლავია.

"დღევანდელი კონცერტი ემსახურებოდა ადამიანების დაფასებას. ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ არანაირი ვარსკვლავი არ შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხალხს უყვარხარ. დღეს სწორედ ეს ხდებოდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც ფილარმონიის ახალ ვარსკვლავთმოედანზე გაიხსნა", - აღნიშნა ოქიტაშვილმა.

ფილარმონიაში გამართულ ღონისძიებას პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება