"ჩუსტები", რომელიც სახლში ყველას გაქვთ, ლონდონელმა დიზაინერმა მოდურ ტრენდად აქცია

"ჩუსტები", რომელიც სახლში ყველას გაქვთ, ლონდონელმა დიზაინერმა მოდურ ტრენდად აქცია

კრისტოფერ კეინმა, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია, ლონდონის ტეიტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახალი კოლექცია წარმოადგინა. მის კოლექციაში უხვად იყო შერეული დეტალები, ფლორალური პრინტები, ნაქსოვი სამოსი, მოკლე შავი კაბები ჯაჭვებით და ა.შ. ყველაზე საკვირველი კოლექციაში ფეხსაცმელი გამოდგა - მოდელების უმეტესობას ძვირფასი ქვებით გაწყობილი ე.წ კროქსები ეცვათ.

მოდის ინდუსტრიამ მოახერხა და ყოველდღიურ ფეხსაცმლად დაამკვიდრა ბოტასები, მაგრამ ვერავინ შეძლო პლასტმასის ფეხსაცმელი, რომელიც პატარა ბავშვებს და მოხუცებს უყვართ, მოდურ ტრენდად ექცია.

კრისტოფერ კეინმა გაბედა იმ მდინარეში შესვლა, სადაც აქამდე არავინ შესულა. დიზაინერის თქმით, კოლექცია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განწყობითაა შთაგონებული.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება