"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია

"თბილისში მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი" - "ბესარიონი" უკვე საქართველოშია

"ბესარიონი", იგივე ბესო რაზმაძე ცნობილი ქართველი დიზაინერია, რომელიც უკვე 15 წელია რუსეთში მოღვაწეობს და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში არნახული პოპულარობით სარგებლობს. მისი სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მომხმარებელი ქეთა თოფურიაა, რომლის იმიჯი და ექსტრავაგანტული სტილი ბესარიონის სახელს უკავშირდება.

26 სექტემბერს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ჟურნალ "ბომონდის" მხარდაჭერით გაიხსნა ბესარიონის პირველი მაღაზია, რომელსაც ქართველი მომხმარებელი დიდი ხანია ელოდა. გახსნას ქართული ბომონდის ცნობილი სახეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, მოდელები, ტელეწამყვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.

ბესარიონ რაზმაძე, დიზაინერი: "საქართველოში ეს ჩემი პირველი მაღაზიაა. საჭიროდ ჩავთვალე, რომ თბილისში უკვე მზად არიან, ატარონ ჩემი ტანსაცმელი. მომწონს თბილისური ჩამცის სტილი, საკმაოდ ნორმალურია, ქუჩებში ძალიან ბევრი ლამაზად ჩაცმული ადამიანი მხვდება, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინ მაქვს ჩვენება, შოურუმი პარიზში, სხვა გეგმებს კი მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გვერდში დგომისთვის".

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდის" რედაქტორი: "არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მოდის სფერო დაინტერესებულია საქართველოთი, მოდის კვირეულებზე ბევრ სტუმარს აქვს ჩამოსვლის სურვილი და აინტერესებთ ქართველი დიზაინერები იმიტომ, რომ ისინი ნიჭიერები არიან.

ბესარიონი სულ ახლახან ჩამოვიდა საქართველოში და გახსნა ასეთი ლამაზი, პატარა მაღაზია. ჟურნალი "ბომონდისთვის" მოდა მუდამ მნიშვნელოვანია, ბესო ძალიან მოთხოვნადია, ჩვენ კი ყოველთვის მხარს ვუჭერთ მოდის განვითარებას. ბესოს მაღაზიის გახსნაც ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში მოდა ვითარდება, მაღაზიები იხსნება, საქმდება ხალხი. ყველას ვულოცავ, თბილისში "ბესარიონის" მაღაზიის გახსნას".

"ბესარიონის" დახვეწილ კოსტიუმებში არქიტექტურული ფორმებისა და ხაზების სიყვარული იგრძნობა. დიზაინერიც აღიარებს, რომ ეს მისი ხაზია, რომელსაც არასდროს ღალატობს. მის კოლექციებში ფერთა სიუხვეა, მაგრამ არა ზედმეტად. ბესარიონი ცნობილი ქართველების ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია.

სოფო ნიჟარაძე, მომღერალი: "ძალიან მომწონს ბესო, როგორც დიზაინერი. მას აქვს თავისი სტილი, რომელიც ქალურიც არის და თან ყოველდღიურიც. ბესოს მაღაზიაში ყველანაირი სტილის სამოს შეარჩევ, მისი კაბები ძალიან კომფორტულია, ბესომ ზუსტად იცის, როგორ გაუსვას ხაზი ქალის სილამაზეს და გამოაჩინოს კარგი კუთხით. მიხარია, რომ როგორც იქნა, მაღაზია გაიხსნა. წარმატებებს ვუსურვებ ბესოს, ბევრ კლიენტს და ბევრ ახალ, ლამაზ კოლექციებს".

ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო "Look Models"ის ხელმძღვანელი: "ბესარიონი არის უნიჭიერესი დიზაინერი, ყველასგან განსხვავებული, იგრძნობა მისი მოღვაწეობა უცხოურ ბაზარზე, რომ იქ მიიღო განათლება, განვითარდა, ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მიხარია, რომ თბილისში მისი მაღაზია გაიხსნა, ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება ბესოს ულამაზესი და ყველასგან განსხვავებული კოლექციები შეიძინოს".

ლელა წურწუმია, მომღერალი: "ძალიან მიყვარს ბესარიონი, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც დიზაინერი. ის ძალიან კრეატიულია, მისი ნამუშევარი ყოველთვის ხარისხიანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაქვს მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქურთუკი, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვატანინე. მიხარია, რომ ის თავის სამშობლოში დაბრუნდა, წარმატებებს ვუსურვებ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება