ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური ქალი ისე გასუქდა, მისი ცნობა გაგიჭირდებათ

ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური ქალი ისე გასუქდა, მისი ცნობა გაგიჭირდებათ

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა წონაში საგრძნობლად მოიმატა. სამხრეთ აფრიკელმა ლამაზმანმა ასეთი მსხვერპლი ახალი როლისთვის გაიღო - 41 წლის მსახიობი ფილმ Tully-ში მთავარ როლს ასრულებს.

ფილმის გადასაღებ მოედანზე შარლიზი ვანკუვერში დააფიქსირეს. პაპარაცების გადაღებულ ფოტოში ჩანს, რომ შარლიზი საგრძნობლადაა მომატებული. ჰოლივუდის სექსსიმბოლოს 15 კილოგრამი აქვს მომატებული.

რამდენიმე თვის წინ ფილმის - "მონადირე: ზამთრის ომი" პრემიერაზე ტერონი იდეალური ფორმებით წარსდგა წითელ ხალიჩზე. თუმცა ახალ ფილმში, სადაც ის სამი შვილის დედას თამაშობს, მსახიობს თავის იდეალურ სხეულზე დროებით უარის თქმა მოუხდა.

ასეთ მსხვერპლზე ტერონი უკვე მეორედ მიდის: 2004 წელს, ფილმისთვის "მონსტრი", სადაც ტერონი სერიულ მკვლელ მეძავს თამაშობს, 13 კილოგრამის მომატება მოუხდა. თუმცა, მსხვერპლი ამად ღირდა: შარლიზმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი "ოსკარი", კანის კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი" და "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა.

მომზადებულია etonline.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება