რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

რატომ გაცვალა ანა კოშაძემ თბილისის პრესტიჟული უბანი ქალაქის შემოგარენზე?

ყოფილი მოდელის და ახლა უკვე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის პიარმენეჯერის, ანა კოშაძის ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ უარი თქვა თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრებაზე და სახლი ქალაქთან ახლოს აიშენა. კაკლები - ასე ჰქვია იმ უბანს, სადაც ანა მეუღლესთან, ორ შვილთან და საყვარელ ცხოველებთან ერთად დასახლდა. ეს გახლავთ ადგილი წყნეთსა და ბაგებს შორის, სუფთა ჰაერითა და კარგი ხედით. ანამ სადად, მაგრამ ლამაზად მოწყობილ სახლში კარგი მეგზურობა გაგვიწია და შვილებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

- დიდი ხანია, ჩემს ქმარს აქ ნაკვეთი აქვს, სულ გვინდოდა, რომ სახლი აგვეშენებინა, დავიწყეთ, ნელ-ნელა დავადგით თავი ყველაფერს და გადმოვედით კიდეც. წელიწადის ყველა სეზონი აქ განსაკუთრებულად სასიამოვნოა. მეკითხებიან ხოლმე, - შორი არაა ქალაქიდან, არ გიჭირს სიარულიო? მაგრამ როცა მანქანა გყავს, არაფერია რთული, საერთოდ არ მიჭირს და არც დისკომფორტს მიქმნის. სამსახურიდან რომ ამოვდივარ და მანქანიდან გადმოსული ამ ჰაერს ჩავისუნთქავ, ეს ღირს ყველაფრად.

ულამაზეს ეზოში ორსართულიანი სახლი დგას. პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, სამზარეულო და კაბინეტი, მეორეზე – სამი საძინებელი, ორი აბაზანა და ვერანდა...

- მე და ჩემი მეუღლე ჩართულები ვიყავით დაგეგმარებაში, რემონტში, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ისევ მუშაობის პროცესში ვართ.

სახლს მწვანედ მობიბინე დიდი ეზო აკრავს გარს. ოჯახის წევრებს უკვე ხეხილიც დაურგავთ, ძაღლებისთვის ცალკე სამყოფელი მოუწყვიათ. მწვანე მოლზე მრგვალი მაგიდაც დაუდგამთ.

- დიდი ეზო გვაქვს, მისი მოვლა და გალამაზება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ყვავილები მზემ გაგვიხმო, ახლა ხეებზე ვნერვიულობ. სიმართლე გითხრა, აქამდე არანაირი სურვილი არ მქონია, ბოსტანი მქონოდა, მაგრამ წელს მომინდა. ჩვენი ხეებისგან წელს მწირი, მაგრამ ნატურალური ნაყოფი რომ მივიღეთ, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, საკუთარ ეზოში მოვიყვანო ის, რისი შესაძლებლობაც მექნება. ეზოში დაგეგმილი გვაქვს დიდი აუზის გაკეთება განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება