შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პარიზში კიმ კარდაშიანი გაქურდეს

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პარიზში კიმ კარდაშიანი გაქურდეს

პარიზში, უცნობი ადამიანები, რომლებიც პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, კიმ კარდაშიანის სასტუმრო ნომერში შეიჭრნენ და ამერიკელი ტელევარსკვლავი რამდენიმე საათი იარაღის მუქარით ჰყავდათ დატყვევებული. კარდაშიანი არ დაზარალებულა, თუმცა ფსიქოლოგიურად ტრამვირებულია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მძარცველებმა კარდაშიანს რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოპარეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კარდაშიანი პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში იყო ჩასული დედასთან და დასთან, კენდალ ჯენერთან ერთად. მომხდარის დროს მისი მეუღლე ქანიე უესთი ნიუ იორკში მართავდა კონცერტს, რომელიც მოულოდნელად შეწყვიტა და მსმენელს განუცხადა, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ასრულებდა შოუს და სცენიდან სწრაფად გავიდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება