ვინ არის სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმში "ჰეროკრატია": "მეუბნებიან, მგონი, შეგიყვარდაო"

ვინ არის სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმში "ჰეროკრატია": "მეუბნებიან, მგონი, შეგიყვარდაო"

სერიალ "ჰეროკრატიაში" ერთ-ერთი მომღერალი პერსონაჟის გამოჩენისას თითქმის ყველა მიხვდა, თუ ვინ არის ამ მომღერლის რეალური პროტოტიპი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სალომე ფაღავა და მომღერალი სოფო ნიჟარაძე გარეგნობითაც განსხვავდებიან, ფაქტია - სალომემ სერიალში სოფოს როლი ისე შეასრულა, რომ მაყურებლისთვის თავსატეხი არ გაუჩენია, თუ ვის ასახიერებს... სალომე ფაღავასთან ინტერვიუს ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- "ჰეროკრატიაში" მონაწილეობასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რომ საკმაოდ დიდი პროექტი იყო. დიდი ხანია, რაც იღებენ. კასტინგი 6-8 თვის წინ გავიარე...

VIDEO: სოფო ნიჟარაძისა და ნინი ბადურაშვილის გმირების ეპიზოდი სააკაშვილის კარზე სერიალში "ჰეროკრატია"

...მიმაჩნია, რომ სერიალში ერთ-ერთ ნიჭიერ შემოქმედებით ადამიანს ვასახიერებ. ამ როლზე მუშაობამდე, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. ახლა უკვე მის სიმღერებს, კლიპებს, ინტერვიუებს გავეცანი. მსახიობს ეს მჭირდება, რომ მის ხასიათში ცოტათი "ჩავჯდე". რეალურად, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით. რა ვიცი, როგორ დავახასიათო? გადაღებაზე მეუბნებიან, - მგონი, შეგიყვარდაო (იცინის), რადგან მიმაჩნია, რომ მართლა ბევრი აქვს ნაშრომი. ფართო პუბლიკის წინაშე მცირე ასაკში წარდგა. თავისი საქმე ძალიან უყვარს. როგორც ინტერვიუებში ამბობს, - ამ საქმის გარდა, არაფერზე უფიქრია.

...

- სოფო ნიჟარაძის შემოქმედების, ინტერვიუების გაცნობისას თუ აკვირდებოდი მომღერლის საუბრის მანერას და სხვა მსგავს დეტალებს?

- რა თქმა უნდა! სერიალიდან მოთხოვნა არ მაქვს, რომ ერთი ერთში სოფო ნიჟარაძე ვიყო. ასე თამაშს არც სხვა მსახიობებს სთხოვენ, მგონი, გარდა ერთისა (იცინის)... პაროდია არ უნდათ. პაროდისტი არც ვარ, მაგრამ მსახიობმა ერთი ერთშიც უნდა განასახიეროს, თუ დასჭირდება.

- მის შესახებ ჭორები თუ გსმენია?

- ჭორები უამრავ ადამიანზე მსმენია, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის.

სტატია სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 6 ოქტომბრის ნომერში

როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული "შავი ავაზა" აქამდე არ გინახავთ

„დიდი სცენის“ 12, 13, 14 და 15 მარტს ჩანიშნული ქასთინგები კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით გაუქმდა

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ