პიტმა ჯოლისთან განშორების შემდეგ დაიფიცა, რომ ცოლს აღარასდროს შეირთავს

პიტმა ჯოლისთან განშორების შემდეგ დაიფიცა, რომ ცოლს აღარასდროს შეირთავს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განშორებამ, შესაძლოა პროცესში მონაწილე ყველა პირის ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვოს, მათ შორის ბრედის, რომლისთვისაც ცოლის გადაწყვეტილება დიდი დარტყმა აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, 52 წლის ბრედ პიტმა გადაწყვიტა, ცოლი აღარასდროს შეირთოს.

"ის ანჯელინასთან ოჯახურ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა და იმედოვნებდა, რომ მასთან მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაატარებდა. ბრედი ძალიან ტრადიციულია, ამიტომ ამ ქორწინებას საკუთარ ცხოვრებაში უკანასკნელად მიიჩნევდა. ასეც იქნება, მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზით - მას აღარ სულს სულიერი ტკივილის განცდა. ახლა ახალ ურთიერთობებზე

საერთოდ არ ფიქრობს და აზრს, რომ ცოლს კვლავ შეირთავს, უარყოფს".

თუ ანჯელინას უფროსი ძმა ეხმარება, ბრედს გვერდში მშობლები უდგას. მსახიობს დედა ხშირად ესაუბრება, მას ასევე გვერდში უდგანან მეგობრები და პირადი მენეჯერი.

ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ ვარსკვლავური წყვილი განქორწინების პირობებსა და ბავშვების ბედზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინამ დროებითი მეურვეობის უფლება მიიღო 15 წლის მედოკსზე, 11 წლის ზაჰარაზე, 12 წლის პაკსზე, 10 წლის შაილოზე, 8 წლის ნოკსზა და ვივიენზე... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება