თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე

თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე

მომღერალ ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება მაშინაც აქტუალური იყო და დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში, როცა ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო და მერეც, როცა რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა ცოლად. მასთან განქორწინების შემდეგ კი უფრო მეტად დაიწყეს მისი პირადის ქექვა.

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა მასზე ხმა. ამჯერად იმის შესახებ, რომ მომღერალი რუს ოლიგარქს მიჰყვება ცოლად. ინფორმაციის გადასამოწმებლად "სარკე" მომღერალს დაუკავშირდა.

- ნინი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქს მიჰყვებით ცოლად. ეს სიმართლეა?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. ხომ იცით, რომ მორიგი დებილობაა, არ მინდა ეს კითხვა.

- რატომ დაგაკავშირეს ისევ რუსეთთან?

- არ ვიცი, სულ ასე არ მაკავშირებენ გაუგებარ ხალხთან.

- ანუ თქვენს პირადში სიახლე არაფერია?

- საერთოდ არაფერი.

- შეყვარებულიც არა ხართ?

- ხომ იცით, რომ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ტყუილად მეკითხებით პირად თემებზე. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვისაუბრო.

- თქვენი გოგონა ელენე, როგორც ვიცი, მუსიკალური ბავშვია. ისურვებდით მის მომღერლობას?

- ელენე უკვე 3 წლის გოგოა. ფაქტია, რომ მღერის. მისი ეს ნიჭი ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია. ვერ გეტყვით, რომ მინდა, ელენემ იმღეროს ან მსახიობი იყოს, მაგრამ რადიკალურად ვერ ჩავერევი მის არჩევანში. რაც მოუნდება და ყველაზე მეტად რა სფეროშიც გამოავლენს ნიჭს, იქით წავა.

ზოგადად ვფიქრობ, რომ ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა - მშობლების განსაკუთრებული ჩარევით. რჩევას მივცემ, დანარჩენს კი თვითონ გადაწყვეტს. ჯერ ძალიან პატარაა და ნაადრევია ამ თემაზე საუბარი.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება