"სიკვდილის დრო ცხოვრების ხარისხს არ განსაზღვრავს..."

"სიკვდილის დრო ცხოვრების ხარისხს არ განსაზღვრავს..."

მსახიობი ნინო მუმლაძე საკუთარ პროფესიაზე ისეა შეყვარებული, რომ მილიონ დოლარადაც კი არ დათმობდა საყვარელ საქმიანობას... ორივეს: მილიონერობასა და მსახიობობას ერთმანეთს მშვენივრად შევუთავსებო, - მითხრა ღიმილით.

- საკუთარ თავს სარკეში კარგად დააკვირდი და მითხარი, გარეგნობის მიხედვით, რამდენი წლის ხარ?

- თითქმის იმდენი წლის ვარ, რამდენადაც გამოვიყურები - 32-ის გახლავართ. თუმცა, უცნობები მეუბნებიან, - მაქსიმუმ, 27-28 წლის იქნებიო.

- რა გირჩევნია, მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოცადო ის?

- თუ წარუმატებლობას არ იგემებ, ვერც წარმატებას დააფასებ. ცხოვრება ძალიან მოსაბეზრებელი იქნებოდა, ყველაფერი ყოველთვის კარგად რომ იყოს.

- თუ ცხოვრება ხანმოკლეა და ეს ვიცით, მაშინ რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?

- ოოო... ეს ძალიან დიდი და კომპლექსური თემაა. ყველაფერი აღზრდიდან იწყება, საქართველოში კი იშვიათად ხდება, რომ ბავშვებს დამოუკიდებელ პიროვნებად ზრდიდნენ. მშობლები ლამის, ცხოვრების ბოლომდე ცხვირს ყოფენ შვილების საქმეში და მათ აიძულებენ, ისე იცხოვრონ, როგორც თვითონ მიიჩნევენ სწორად. სამწუხაროდ, ხშირად იმდენად ვართ დამოკიდებული მშობ­ლებზე, რომ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება გვიჭირს. ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს საკუთარი თავისთვის: ზოგი ისევ მშობლების სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს, ზოგი მეუღლისთვის ცხოვრობს, ზოგი შვილებისთვის, ზოგი კი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. გვავიწყდება, რა გვინდა სინამდვილეში და ვაკეთებთ იმას, რისი სურვილიც არ გვაქვს. სწორედ ამიტომ არ ვართ ბედნიერები.

- შანსი რომ მოგეცეს, რაიმეს შესაცვლელად, რას ისურვებდი?

- ვიქნებოდი მილიონერი... თუ ოცნებაა, ოცნება იყოს (იცინის).

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ეს საქმე ჩემთვის ხარისხიანი და საინტერესო ფილმების გადაღებებში მონაწილეობა იქნებოდა.

- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო ის, რასაც აკეთებ?

- მე ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. რწმენა და დაჯერება აქ არაფერ შუაშია. ჩემი საქმიანობაც ის არის, რომ ვიღაცას სიამოვნება მივანიჭო, უკეთესი განწყობა შევუქმნა.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, რას შეცვლიდი იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- არავინ იცის, ვინ რამდენი წელი იცოცხლებს და მაინც, ვცხოვრობთ ისე, როგორც ვახერხებთ, როგორც სწორად მიგვაჩნია. ამიტომ ალბათ, არაფერს შევცვლიდი. სიკვდილის დრო ცხოვრების ხარისხს არ განსაზღვრავს.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზებით. თუ ყველაფრის გაკონტროლებას ვეცდებით, ამ მოულოდნელობებისგან სიამოვნებას ვერ მივიღებთ. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავაკონტროლო ჩემი შემოსავალი, საკუთარი ქცევა.... თუმცა, ხანდახან მოდუნებაცაა საჭირო. მუდმივი კონტროლი მხოლოდ აზიანებს ჩვენს ნერვებს და კარგ განწყობას. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება