GEM FEST-ის რეკორდი - 7500-ზე მეტი დარეგისტრირებული მსმენელი Gesaffelstein-ის "ივენთზე"

GEM FEST-ის რეკორდი - 7500-ზე მეტი დარეგისტრირებული მსმენელი Gesaffelstein-ის "ივენთზე"

22 ოქტომბერს, თბილისში, ძველ იპოდრომზე "ტექნო საღამოებისთვის" ჯერ არნახული რაოდენობის მსმენელი შეიკრიბება, ამ მომენტისთვის 7500-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დაადასტურა დასწრების მზადყოფნა ("ივენთში") ლეგენდარული არტისტის Gesaffelstein-ის საღამოზე, რომელიც "სონარისა" და "კოაჩელას" ჰედლაინერია. ამ რაოდენობის მსმენელები, სპორტის სასახლეში გამართულ, ეროს რამაზოტის ლაივ კონცერტსაც კი არ დასწრებია.

ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ამავე დღეს განახლდება ლაინაფი და ცნობილი გახდება კიდევ არაერთი მსოფლიო მასშტაბის არტისტების ვინაობა, ვინც Gem Fest-ზე დაუკრავს. 22 ოქტომბერს ფესტივალის ბილეთების პრე სეილიც დასრულდება და ერთთვიანი მულტიპასის ღირებულება 250 ლარი გახდება (150 ღირს ჯერ კიდევ).

მათ ვინც, უკვე შეიძინეს GEM FEST-ის მულტიპასები, 22 ოქტომბრს, იპოდრომზე დაგეგმილ ივენთს უსასყიდლოდ დაესწრებიან.

Gesaffelstein, იგივე Mike Levy, პარიზელი დიჯეი და პროდუსერია, რომელიც უკვე წლებია ინდუსტრიული და ტექნო ჟღერადობის სინთეზით ქმნის საკუთარ მუსიკას. იგი თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი არტისტია.

სოლო ნამუშევრების პარალელურად Gesaffelstein აქტიურად მუშაობს სხვადასხვ აჟანრის თუ მუსიკალური მიმართულების მქონე არტისტებთან, მათ შორის ASAP Rocky, Lana Del Rey, Jean-Michel Jarre, Tiga, Miss Kittin და ასე შემდეგ. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მისი მუშაობა Kanye West-ისმე-6 ალბომზე Yeezus, სადაცმან Daft Punk, Brodinski და Mike Dean-თანითანამშრომლა.

ამ კოლაბორაციებით და სოლო პროექტებით მოპოვებული წარმატები სპიკზე ფრანგმა არტისტმ გადაწყვიტა გამოეცა სადებიუტო ალბომი Aleph, რომელი ცსხვადასხვ მუსიკალური პროექტების, მათ შორის Kraftwerk და Colourbox-ის გავლენაც შეიმჩნევა. დღესდღეისობით Gesaffelstein რამდენიმე ახალ პროექტებზე მუშაობს, თუმცა, მანამდე იგი სპეციალურად Gem Fest-ი სერთგული მსმენელისთვის დაუკრავს.

GEM FEST ახალ სიმაღლეებს იპყრობს, სწრაფად იზრდება , საქართველო კი ახალგაზრდული ტურიზმის, ღამის ცხოვრებისა და ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ცენტრი ხდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება