"რო­ლის­თ­ვის სან­დ­რა რუ­ლოვ­სის ხა­სი­ა­თის და ქცე­ვის შეს­წავ­ლა არ დამ­ჭირ­ვე­ბია" - პირ­ვე­ლი ლე­დი "ჰე­როკ­რა­ტი­ი­დან"

"რო­ლის­თ­ვის სან­დ­რა რუ­ლოვ­სის ხა­სი­ა­თის და ქცე­ვის შეს­წავ­ლა არ დამ­ჭირ­ვე­ბია" - პირ­ვე­ლი ლე­დი "ჰე­როკ­რა­ტი­ი­დან"

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბა­ლე­რი­ნა - ნა­თია ბუნ­ტუ­რი სე­რი­ალ "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი ლე­დის როლს ას­რუ­ლებს. მას რო­ლის უკეთ მო­სარ­გე­ბად სან­დ­რა რუ­ლოვ­სის ხა­სი­ა­თის, ქცე­ვის შეს­წავ­ლა არ დას­ჭირ­ვე­ბია, რად­გან ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დი ნა­თი­ას პერ­სო­ნა­ჟის პრო­ტო­ტი­პი არ არის...

- სე­რი­ა­ლის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­დი კას­ტინ­გი იყო. კას­ტინ­გი მეც გა­ვი­ა­რე, შე­მარ­ჩი­ეს და და­მი­რე­კეს - ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლის­თ­ვის გვჭირ­დე­ბიო.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­ცა გა­ი­გეთ, რომ პირ­ვე­ლი ლე­დის როლს შე­ას­რუ­ლებ­დით?

- რე­ჟი­სორ­მა თა­ვი­დან­ვე ამიხ­ს­ნა, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა არ მო­მიხ­დე­ბო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩე­მი გმი­რის არა­რე­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი უფ­რო გა­მო­იკ­ვე­თა. ეს პერ­სო­ნა­ჟი უფ­რო, წარ­მო­სახ­ვი­თი და სიმ­ბო­ლი­კის მქო­ნეა. სა­ინ­ტე­რე­სო იყო, იმ ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნას რო­გორ გა­ვარ­თ­მევ­დი თავს, რაც რე­ჟი­სორს სჭირ­დე­ბო­და. ამ ზუს­ტი წერ­ტი­ლე­ბის პოვ­ნა არ­ც­თუ იოლი იყო. არა­რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის რო­ლი უნ­და მე­თა­მა­შა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ქვე­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.

- შე­გიძ­ლი­ათ, თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი და­ა­ხა­სი­ა­თოთ?

- ჩე­მი აზ­რით, ის არის პირ­ვე­ლი ლე­დი, ოღონდ - მრა­ვა­ლი გა­გე­ბით: ის გახ­ლავთ ძლი­ე­რი ქა­ლი, ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი, პირ­ვე­ლი პი­რის­თ­ვის - პლატ­ფორ­მა, მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა, პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი...

- სა­ერ­თოს რას ხე­დავთ თქვენ­სა და თქვენს პერ­სო­ნაჟს შო­რის?

- ალ­ბათ - ხა­სი­ა­თის სტა­ბი­ლუ­რო­ბას, თავ­შე­კა­ვე­ბას, ოდ­ნავ იდუ­მა­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას... ვი­ფიქ­რე, რომ ასე­თი იერი (რაც ჩემ­თ­ვის თით­ქ­მის ნა­ტუ­რა­ლუ­რი­ა) ჩემს გმირ­საც წა­ად­გე­ბო­და. ჩვე­ნი ხა­სი­ა­თის ში­და სამ­ყა­როს რამ­დე­ნი­მე შტრი­ხი ერ­თ­მა­ნეთს ძა­ლი­ან ემ­თხ­ვე­ვა.

- თქვე­ნი გმი­რი იმ პე­რი­ო­დის პირ­ველ ლე­დის რა­მით ჰგავს, რო­მე­ლი პე­რი­ო­დიც სე­რი­ალ­შია ასა­ხუ­ლი?

- ჩე­მი აზ­რით, სა­ერ­თოდ არ ჰგავს. არც უნ­და ჰგავ­დეს. სე­რი­ალ­ში ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნის ყოფ­ნას თა­ვად ფილ­მის სტი­ლის­ტი­კა და მხატ­ვ­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტა იხ­დენს. ვფიქ­რობ, რომ ის სე­რი­ალს უფ­რო მეტ ინ­ტე­რესს სძენს, მდიდ­რულ აურას ქმნის და უფ­რო გა­სა­გებს ხდის იმ წრე­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მელ­შიც ეს ქალ­ბა­ტო­ნი ტრი­ა­ლებს.

- წლე­ბის წინ, თქვენს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სან­დ­რა რუ­ლოვ­სი გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნად და­ა­სა­ხე­ლეთ. თქვენს როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ყო­ფი­ლი ლე­დის სტილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე შტრი­ხე­ბი თუ გა­მო­ი­ყე­ნეთ?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს, ოდეს­მე მის სტილ­ზე რა­ი­მე თუ ვთქვი, მაგ­რამ ალ­ბათ, სა­უბ­რის თე­მა პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყო და უბ­რა­ლოდ, ერთ-ერთ სიმ­პა­თი­ურ პირ­ველ ლე­დიდ და­ვა­სა­ხე­ლე. დღეს უკ­ვე გე­მოვ­ნე­ბის სხვა სტან­დარ­ტე­ბი მაქვს... რო­ლის­თ­ვის სან­დ­რა რუ­ლოვ­სის ხა­სი­ა­თის, ქცე­ვის შეს­წავ­ლა არ დამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან სულ სხვა ფე­ნო­მე­ნი უნ­და გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა და არა - კონ­კ­რე­ტუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი.

- დღეს გე­მოვ­ნე­ბის რო­გო­რი სტან­დარ­ტე­ბი გაქვთ? მა­გა­ლი­თად, ჩაც­მის რო­გო­რი სტი­ლი მოგ­წონთ?

- ჩაც­მის სტი­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს - ადა­მი­ა­ნი ისეთ სა­მოსს ირ­ჩევს, რო­გო­რიც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს, თუ მო­ცეკ­ვა­ვე ან პე­და­გო­გი ხარ, სულ სხვა სტი­ლით იც­ვამ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად უნ­და იყო... სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრეს­კო­დი აქვს და მეც ვცდი­ლობ, შე­ვუ­სა­ბა­მო, მაგ­რამ სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს და გაკ­ვე­თი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ისეთ სა­მოსს ვიც­ვამ, რო­მე­ლიც კი არ მღლის, პი­რი­ქით - მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორტს მიქ­მ­ნის.

- პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ალ­ბათ, აუცი­ლე­ბე­ლი დრეს­კო­დი აქვთ. მი­მაჩ­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ან კო­ლე­გე­ბის წი­ნა­შე, არც ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი სპორ­ტულ სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

- პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან დღეს ვი­სი ჩაც­მის სტი­ლი, იმი­ჯი მოგ­წონთ?

- ამით არც ერთ პო­ლი­ტი­კოსს არ შე­ვა­ფა­სებ. მირ­ჩევ­ნია, ისი­ნი სულ სხვა კუთხით აღ­ვიქ­ვა - გა­რეგ­ნო­ბის, ჩაც­მის სტი­ლის ყუ­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მათ იდე­ებს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ვუს­მი­ნო. ჩე­მი აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ყვე­ლა­ზე უგე­მოვ­ნო­ე­ბი არი­ან. ეს კარ­გიც არის: მათ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი დრო უნ­და ჰქონ­დეთ და უფ­რო მე­ტად, სა­ბუ­თებ­სა თუ წიგ­ნებ­ში "ჩარ­თუ­ლე­ბი" იყ­ვ­ნენ...

- მა­შინ გვითხა­რით, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის იდე­ებს იზი­ა­რებთ? ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება