გაიცანით 20 წლის ქართველი მევიოლინე, რომელმაც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

გაიცანით 20 წლის ქართველი მევიოლინე, რომელმაც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა

პოლონეთში, პოზნანში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის (ცნობილი პოლონელი მევიოლინეს, ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსი) გამარჯვებული ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე გახდა.

ჯილდოს მფლობელები შაბათს, 22 ოქტომბერს გამოვლინდნენ პოზნანში. ვერიკო ჭუმბურიძემ პირველ ადგილთან ერთად, ფულადი ჯილდოს 30 000 ევროს მფობელიც გახდა.

იხილეთ ვიდეო

ვერიკომ ჟიურის წევრების სიმპატია ჰენრიკ ვიანევსკის მეორე სავიოლინო კონცერტის შესრულებით დაიმსახურა. ქართველი მევიოლინე ასობით მაყურებლის წინაშე პოზნანის ორკესტრთან ერთად გამოვიდა.

ვერიკო ჭუმბურიძე თურქეთში დაიბადა, სწავლობდა თურქეთის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი სწავლა ვენაში განაგრძო. არის უამრავი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. პირველი ჯილდოები მან 8-10 წლის ასაკში დაიმსახურა თურქეთსა და საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსებში.

2013 წელს ჭუმბურიძე მუსიკალურმა გამოცემა Andante-მ თურქეთის მუსიკალურ აღმოჩენად დაასახელა. ქართველი-თურქი მევვიოლინე უკრავს ისეთ ცნობილ სახელმწიფო ორკესტრებთან, როგორებიცაა: ციურიხის კამერული ორკესტრი, მიუნჰენის კამერული ორკესტრი, რუსეთის სახელმწიფო ორკესტრი და სხვები.

ვერიკო ჭუმბურიძე ჯოვანი გუადანინის მიერ 1756 წელს დამზადებულ ვიოლინოზე უკრავს, რომელიც გერმანული მუსიკალური ფონდის Deutsche Stiftung Musikleben-ის სახსოვარია.

Georgian violinist awarded 1st prize at Poland’s international competition

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება