ჯანეტ ჯექსონის ცნობა შეუძლებელია - ორსული მომღერალი პაპარაცებმა ჰიჯაბში დააფიქსირეს

ჯანეტ ჯექსონის ცნობა შეუძლებელია - ორსული მომღერალი პაპარაცებმა ჰიჯაბში დააფიქსირეს

50 წლის ჯანეტ ჯექსონი პირველ შვილს ელოდება. მომღერალმა ორსულობისას 43 კილოგრამი მოიმატა და მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ, გამოცემა Mirror-ის პაპარაცებმა მომღერალი მეუღლესთან ერთად დააფიქსირეს ლონდონში შოპინგის დროს. ეს ჯანეტის და მისი მილიარდერი მეუღლის პირველი ერთობლივი გამოჩენაა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც პრესაში მომღერლის ორსულობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

თუმცა, ეს ერთადერთი სიურპრიზი არ ყოფილა პაპარაცებისთვის - მომღერალი, რომელიც თამამი სასცენო იმიჯით გამოირჩეოდა, ლონდონის ქუჩებში ჰიჯაბში შემოსილი გამოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯექსონმა ისლამი მიიღო. ყატარელ მილიარდერზე ვისამ ალ მანაზე, რომელიც მომღერალზე 10 წლით უმცროსია, ჯანეტ ჯექსონმა 2012 წელს იქორწინა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება