"ვერ ვი­ტან პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის და­ნით გა­მო­ძერ­წილ ხე­ლოვ­ნურ თო­ჯი­ნებს"

"ვერ ვი­ტან პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის და­ნით გა­მო­ძერ­წილ ხე­ლოვ­ნურ თო­ჯი­ნებს"

19 წლის დი­ა­ნა ოვა­ნო­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ე­ბით გა­იც­ნო. წარ­მო­მავ­ლო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლია. დი­ა­ნა ერთ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია და თავს წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავს. ამ­ბობს, რომ დი­დი სურ­ვი­ლი აქვს, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი ჰყავ­დეს.

ბავ­შ­ვო­ბა

- ბავ­შ­ვო­ბა­ში, რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რა, მეც ცელ­ქი ვი­ყა­ვი. რა­ტომ­ღაც, ასა­კით ჩემ­ზე უფ­რო­სებ­თან მე­გობ­რო­ბა და მათ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა მიყ­ვარ­და. ყო­ველ­თ­ვის ინ­ტე­რე­სით ვუს­მენ­დი მათ სა­უბ­რებს და რა­ღა­ცებს ვსწავ­ლობ­დი.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად, მშობ­ლე­ბის­გან შე­ნიშ­ვ­ნებს რის გა­მო იღებ­დი?

- ყვე­ლა­ზე მეტ შე­ნიშ­ვ­ნას თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბის ცე­მის გა­მო ვი­ღებ­დი. მათ­თან სულ ვჩხუ­ბობ­დი და ხში­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც ვუს­წორ­დე­ბო­დი. ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ეს მთე­ლი ოჯა­ხის­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი? მას­წავ­ლებ­ლებ­საც აბ­რა­ზებ­დი?

- სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი სი­ცელ­ქი­სა, მას­წავ­ლებ­ლებს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი.

პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

- ძა­ლი­ან მინ­დო­და ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა­საც ვა­პი­რებ­დი, შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­და, მაგ­რამ ბო­ლო წუ­თას არ­ჩე­ვა­ნი შევ­ც­ვა­ლე და ექი­მო­ბას იურის­ტო­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ან სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავ­და? გრძნო­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­დი?

- არც სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მყვა­რე­ბია ვინ­მე და არც - სკო­ლის პე­რი­ოდ­ში.

- სკო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ამ­თავ­რე?

- არა, სკო­ლა უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტი თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა

- 19 წლი­სა ერთ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გავ­ხ­დი - ეს იყო ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით ვარ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რი. ვთვლი, რომ ჩემს ასაკ­ში საკ­მა­ოდ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე და ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­დი შრო­მის ფა­სად მი­ვი­ღე.

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- კი, საკ­მა­ოდ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ და ამას ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ. ჯერ არ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რომ რა­ღაც მეთ­ქ­ვას და არ შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნოს. ყო­ველ­თ­ვის ბო­ლომ­დე ვიბ­რ­ძ­ვი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

- ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე არ გიპყ­რობს?

- შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არას­დ­როს ვის­ვე­ნებ. უბ­რა­ლოდ, ვი­ცი, სად და რა­ზე, რა რა­ო­დე­ნო­ბის ენერ­გია უნ­და დავ­ხარ­ჯო. დრო­ის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა თუ შე­გიძ­ლია, დაღ­ლი­ლი არა­სო­დეს იქ­ნე­ბი. სი­ზარ­მა­ცის გა­მო საქ­მეს არას­დ­როს ვა­ფუ­ჭებ.

- ვინ არის შე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და ვი­სი აზ­რია შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

- დე­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია. ის ჩემ­თ­ვის არა მარ­ტო მშო­ბე­ლი, არა­მედ კარ­გი მე­გო­ბა­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა­ზე დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. მე და დე­დამ ერ­თად ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხეთ და ვფიქ­რობ, ეს არის ჩვე­ნი ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბის მი­ზე­ზიც.

ჯან­სა­ჯი ცხოვ­რე­ბის წე­სი

- რო­გორ იწყე­ბა შე­ნი დი­ლა?

- ძი­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თ­ვის ად­რი­ა­ნად მი­წევს გაღ­ვი­ძე­ბა.

- რას ნიშ­ნავს შენ­თ­ვის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი? ბევრს ვარ­ჯი­შობ სა­ი­მი­სოდ, რომ სა­სურ­ველ ფორ­მა­ში იყო?

- სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბია, აღარ მი­ვარ­ჯი­შია. მას შემ­დეგ, რაც მუხ­ლებ­ზე ტრავ­მა მი­ვი­ღე, ექიმ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი ვარ­ჯი­ში ამიკ­რ­ძა­ლა. ასეც რომ არ იყოს, ფი­ზი­კუ­რად დრო არ მაქვს სა­ი­მი­სოდ, რომ სპორ­ტ­დარ­ბა­ზებ­ში ვი­ა­რო.

- ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი თუ გიყ­ვარს? სი­გა­რეტს ეწე­ვი?

- არა, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი არ მიყ­ვარს და არც სი­გა­რეტს ვე­წე­ვი. ვთვლი, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ორი­ვე სა­ზი­ა­ნოა. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება