სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ

სოსო პავლიაშვილი სკანდალში გაეხვა - ბაქოში მომღერლის კონცერტის ჩაშლას მოითხოვენ

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ნაციონალურ სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს, რომელშიც სოსო პავლიაშვილმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანელებს სულაც არ სურთ მოუსმინონ რუს-ქართველ შემსრულებელს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მომღერალმა სომხეთში კონცერტები გამართა ყარაბაღის კონფლიქტის დროს.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ემინ აგალაროვია - მომღერალი და ბიზნესმენი, რომელიც ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე და რუსეთის შოუბიზნესში კარგად ცნობილი სახეა.

ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა აზერბაიჯანელი სახალხო არტისტის რამიზ ფატალიევის ღია წერილი, რომელშიც ის პავლიაშვილს მოუწოდებს, ბაქოში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის გამართვაზე უარი თქვას. რამიზის თქმით, პავლიაშვილს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გამართა კონცერტები სომხეთში ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ბაქოში სიმღერის უფლება არ აქვს.

52 წლის სოსო პავლიაშვილი აზერბაიჯანელი დრამატურგის ღია წერილს გამოეხმაურა: "ჩემზე არ იდარდოთ, უსაქმურებს სხვა არაფერი ესაქმებათ და რაც უნდათ ილაპარაკონ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც 80-იანების მიწურულს, ვიღაც მახინჯებმა (ასეთები ყველა ერში არიან) აიღეს დანები და ბავშვების და ქალების დაჩეხვა დაიწყეს. ჩავალ თუ არა ბაქოში, ამ დრამატურგს არ შევეკითხები, არც ვიცი ვინაა. ახლა ის პოპულარული გახდება, ვულოცავ. ბოთლი კონიაკი მაინც მაჩუქოს ამისთვის. ჩემ კონცერტზეც ვეპატიჟები. მე მსოფლიო ადამიანი ვარ და ადამიანებთან არა მათი ეროვნების და სარწმუნოების, არამედ ქცევების გამო ვმეგობრობ.

ღმერთს ჩემთვის არ უთქვამს: აჰა ნიჭი, ამათთვის იმღერე, ამათთვის - არაო. თუ ამ მკივან ხალხს სურს ყარაბაღის დაბრუნება, შექმნან დივერსიული ჯგუფები, წავიდნენ და დაიბრუნონ. წამოწოლილან და ფიქრობენ, სოსო ჩამოვა თუ არაო. მე არავისთვის წამირთმევია ყარაბაღი. სადაც მელიან, იქ წავალ კიდეც და ვიმღერებ. ღამით მირეკავენ ბაქოდან და მეუბნებიან, სოსო, შენ სიმღერებს ვმღერითო, მადლობა, რომ შენი თავი გვყავსო. ბაქოს უყვარხარო. სომხებთან ვმეგობრობ და არავის საქმე არაა ეს. ბაქოში მალე დიდი საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს. ყველას ვეპატიჟები. ვისაც მოსვლა არ სურს, ასი წლის სიცოცხლეს ვუსურვებ" - განაცხადა პავლიაშვილმა.

2013 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომელთაც აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მს შემდეგ, რაც ისინი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათ შორის იყო სოსო პავლიაშვილიც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე კვირის წინ "შავი სიიდან" ამოიღეს.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

"თითქოს არაფრით გამორჩეული  ქალი, ათეისტი,  რევოლუციონერი,  არა  რომანტიკა... და  მაინც,  ტაბიძის  სულის  აღვირი" - გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას სასიყვარულო  წერილები