ფილმის The Doors გადაღების შემდეგ მსახიობ ველ კილმერს როლიდან გამოსასვლელად თერაპია დასჭირდა

ფილმის The Doors გადაღების შემდეგ მსახიობ ველ კილმერს როლიდან გამოსასვლელად თერაპია დასჭირდა

არსებობენ მსახიობები, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ საკუთარი სხეული, სოციალური ცხოვრება, ურთიერთობები და მაქსიმალურად დამაჯერებელი სამსახიობო ოსტატობა გამოიჩინონ ეკრანზე. ასე მოიქცა ველ კილმერი, როდესაც რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ჯიმ მორისონის როლზე დაამტკიცა ფილმში The Doors.

კილმერს სურდა მაქსიმალურად ავთენტურად შეესრულებინა როლი. დასაწყისისთვის მან მორისონის 50 სიმღერა შეისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს განსხვავებული რეცენზიები მოჰყვა, კილმერის შესრულებას ყველა აქებდა. თავად კილმერი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ბენდის ფანი, მაგრამ მაინც ძლიან უნდოდა ამ როლის განსახიერება.

მსახიობების შერჩევამდე კილმერმა ათასობით დოლარი დახარჯა საკუთარი ვიდეო კლიპის გადაღებისთვის. როდესაც ვიდეო რეჟისორმა ნახა, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ პროდუსერმა დაარწმუნა, რომ კილმერი საუკეთესო არჩევანი იქნებოდა მორისონის როლზე. ერთი წელი კილმერი მორისონივით ცხოვრობდა, ეცვა მისი სამოსი და მხოლოდ მის სიმღერებს უსმენდა. მან ზუსტად გადაიღო მისი სიარულის მანერა და ქცევები.

კილმერი იმდენად შევიდა როლში, რომ მოითხოვდა ყველას ჯიმი დაეძახებინა მისთვის. როდესაც The Doors-ს წევრებმა გაიგონეს, კილმერი როგორ მღეროდა მათ სიმღერებს, ვერ განასხვავეს მორისონის ხმისგან. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ კილმერს თერაპიის გავლა დასჭირდა, რომ როლიდან გამოსულიყო.

მომზადებულია thevintagenews.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება