პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია

პოლონური დოკუმენტური ფილმი "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმია

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალში მონაწილე ხუთი პოლონური ფილმიდან ერთ-ერთი, "ძმები" CineDoc Tbilisi 2016-ის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარვებული ფილმი გახდა.

22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტური კინოს მოყვარულებს ხუთი პოლონური ფილმის ნახვის საშუალება ქონდათ ფესტივალის, CinéDOC–Tbilisi-ს ფარგლებში.

Aleksandra Maciuszek-ის CASA BLANCA (2015), Åse Svenheim Drivenes-ის I AM KUBA (2015), Agnieszka Zwiefka-ის THE QUEEN OF SILENCE (2014), Monika Pawluczuk-ის END OF THE WORLD და Wojciech Staroń-ის BROTHERS (2015) - ამ ფილმების ნახვა დაინტერესებულ მაყურებელს კინოთეატრებში, ამირანსა და რუსთაველში შეეძლოთ.

პოლონურ პროგრამას ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის წამყვანი ბრენდი, Culture Pl-ა წარმოადგენდა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და ვორქშოფები, მოეწყო შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივ კინოინდუსტრიის წარმომადგნლებთან.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა Civil Pitch,რომლის მიზანიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კონოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა იყო. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch-ის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივაზე და საჭირო მხარდაჭერაზე. Civil Pitch-ის წლევანდელი მენტორი, საერთაშორისო ექსპერტი, WATCH DOCS Festiva-ის წარმომადგენელი Marta Szuchnicka იყო.

CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი კავკასიაში, რომელიც წელს უკვე მეოთხედ 21-25 ოქტომბერს ჩატარდა, ქალაქ თბილისში.

შენიშვნა: ადამ მიცკევიჩის ინსტიტური არის ეროვნული კულტურული ინსტიტუტი, რომელსაც კულტურული პროექტები ჩატარებული აქვს 70 ქვეყანაში. 2016 წლიდან ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტმა 5,500ზე მეტი კულტურული პროექტი განახორციელა და მიიზიდა 52,5 მილიონი მაყურებელი ხუთ კონტინენტზე. ინსტიტუტის ყველა კულტურული პროექტი, მისი წამყვანი ბრენდის, Culture. Pl.-ის მიერაა ჩატარებული.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://culture.pl/en

პოლონური ფილმების შესახებ:

• CASA BLANCA არის პატარა სოფელი ჰავანას ყურეში. 76 წლის ნელსა და მისი 37 წლის ვაჟი, ვლადიმერი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, საერთოსაცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. მათ ერთმანეთის გარდა არავინ ყავთ. მათი ურთიერთობა კონფლიატებით აღსავსეა, ნელსა შვილის გაკონტროლებას ცდილობს, მაშინ როცა ვლადიმერს მეთევზეებთან ერთად დალევა და გართობა ურჩევნია, დედასთან დროის გატარებას. ყოველდღე, ნელსა, კასა ბლანკას ქუჩებში დაეხეტება ერთადერთი შვილის საძებნელად. ერთ დღესაც, ნელსა ავად ხდება.

• I AM KUBA – ოჯახური ბიზნესის გაბანკროტების შემდეგ, 12 წლის კუბასა და 8 წლის მიკოლაჟის მშობლები იძულებულები ხდებიან პოლონეთი დატოვონ და სამუშაო საზღვარგარეთ ეძებონ. I AM KUBA არის ფილმი კუბაზე, რომელიც ვალდებულია უმცროს ძმას მოუაროს, სანამ მშობლები წასულები არიან. დრო გადის, კუბა თინეიჯერი ხდება და უარს ამბობს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მის კისერზეა. ოჯახი იძულებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. კუბას ამბავი, თანამედროვე ევროპაზეა. მხოლოდ პოლონეთში, 100,000-ზე მეტი ბავშვი რჩება მშობლების გარეშე, რადგან მშობლები იძულებულები არიან სამსახური საზღვარგარეთ მონახონ. I AM KUBA არის ფილმი ბავშვებზე, რომლებიც იზრდებიან "ევრო-ობლებად".

• THE QUEEN OF SILENCE – 10 წლის დენისა პოლონეთში არსებულ ბოშათა ბანაკში მცხოვრები უკანონო მოქალაქეა,რომელიც ვერ საუბრობს, რადგან სმენის პრობლემა აქვს. დენისა თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც სავსეა რითმებითა და ცეკვებით, ის ბაძავს ბოლივუდის გლამურულ ქალებს, რომლების ნაგავში ნაპოვნ დი ვი დი-ზე ნახა. ცეკვის დროს დენისას შეუძლია იყოს ვინც უნდა, დედოფალიც კი და გამოხატოს ის, რისი თქმაც არ შეუძლია - მხიარულება, სევდა და შიში.

• THE END OF THE WORLD არის ინტიმური, კრეატიული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ერთ ღამეში მომხდარ რამდენიმე ამბავს აერთიანებს. დიდ ქალაქში, ადამიანები ერთი საჭიროების გარშემო არიან გაერთიანებულები - აწუხებთ მარტოობა და სურთ ვინმესთან საუბარი. ზოგი მათგანი სასწრაფოში რეკავს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, ზოგიც რადიოში. ამჯერად რადიოში საუბარია სამყაროს დასასრულზე, რომელიც მაიას კალენდრის მიხედვითაა ნაწინასწარმეტყველები. მსმენელები საუბრობენ ტრაგიკულ და მტკივნეულ თემებზე, ხანდახან სახალისო ისტორიებს ყვებიან. რადიო კრავს ფილმის ელემენტებს, როგორც სტრუქტურულად, ისე მნიშვნელობით: ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების წყარო.

• BROTHERS - 80 წლიანი განშორების შემდეგ, ორი ძმა ყაზახეთიდან პოლონეთში ბრუნდება. მათი მიზანი ახალ მსოფლიოში თავის დამკვიდრებაა. ძმები წინააღმდეგობებს აწყდებიან განსხვავებული ხასიათების გამო. ერთი ძმა მხატვარი და მეოცნებეა, მეორე კი პრაგმატული ინჟინერი. ისინი ისევე განხსხვავდებიან, როგორც მელანი და წყალი და ისევე განუყრელები არიან, როგორც ყვავილი და მისივე ღერო. მათ სურთ ცხოვრება თავიდან დაიწყონ, იმ დრამატული მოვლენების მიუხედავად, რაც მათ ცხოვრებაში ვითარდება, სახლის დაწვიდან დაწყებული, რომელმაც რამდენიმე ათასი ნახატი შეიწირა, გაგრძებეული იმით, რომ ერთ-ერთმა ძმამ მეორე მოხუცებულთა თავშესაფარში ჩააბარა. დროსთან შეჯიბრი იწყება, ნუთუ ძმები საკმარისად სწრაფები იქნებიან?!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება