"ძალიან შევიკავე თავი... ყოჩაღ, ია! გავზრდილვარ, აღარ ვიგინები" - ია ფარულავა "Fashion week"-ზე მომხდარ ინციდენტზე

"ძალიან შევიკავე თავი... ყოჩაღ, ია! გავზრდილვარ, აღარ ვიგინები" - ია ფარულავა "Fashion week"-ზე მომხდარ ინციდენტზე

გასულ კვირას "Fashion week"-ზე ია ფარულავასა და ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტს შორის შეკამათება მოხდა. (იხილეთ ვიდეო). მსახიობისა და ჟურნალისტის საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში განხილვის თემად იქცა. "ფეისბუქზე" დისკუსიებს ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორიაც შეუერთდა, რომელმაც ია ფარულავა "ფეისბუქზე" "უზრდელ ქალად" მოიხსენია. აღნიშნული პოსტის გამო ლიზას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაუპირისპირდნენ.

"Fashion week"-ის სკანდალს ია ფარულავამ "ფეისბუქზე" LIVE-ში უპასუხა. მსახიობი 27 ოქტომბერს ფანების შეკითხვებს პასუხობდა.

- ფეშენ ვიქის სკანდალზე რას იტყვით?

- ყველა ამას მეკითხება, ერთი-ორი გადაცემიდან დამირეკეს და უარი ვთქვი ინტერვიუზე. არ მინდა სკანდალებით ვიარო და ვიღაცეები ვაპიარო. კიდევ ერთმა "ჟურნალისტების ბებიამ" დაწერა, (სახელს არ ვასახელებ, არც მაგას დავაპიარებ) ია უზრდელიაო. ია, რომ უზრდელია და პირდაპირია ეს ყველამ იცის და რაც უფრო ასაკში შევდივარ, უფრო მეტად ვუზრდელდები. ძალიან შევიკავე თავი და ყოჩაღ, ია! მე გავზრდილვარ, აღარ ვიგინები. კამერა, რომ მორჩა გადაღებას, იქ რა მოხდა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია კამერასთან მე ძალიან კარგად მოვიქეცი...

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება