"რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ღვთის ნე­ბა იყო" - სოფო ბედიას ფსიქოპორტრეტი

"რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ღვთის ნე­ბა იყო" - სოფო ბედიას ფსიქოპორტრეტი

"ცხოვ­რე­ბის უმა­დუ­რი არას­დ­როს ვარ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ღვთის ნე­ბა იყო და ამი­ტომ, რომ მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ი­მე შევ­ც­ვა­ლო, მა­ინც არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი", - მითხ­რა მომ­ღე­რალ­მა სო­ფო ბე­დი­ამ, რომ­ლის ოც­ნე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი სო­ლო კონ­ცერ­ტი და ბევ­რი ახა­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რაა.

- ჩაიხედე სარკეში და მითხარი, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- არც მე­ტი, არც - ნაკ­ლე­ბი, გა­რეგ­ნუ­ლად იმ­დე­ნი წლის ვარ, რამ­დე­ნი­საც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გახ­ლა­ვართ. ჩემს ასაკ­თან შე­და­რე­ბით, დი­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს.

- რა გირ­ჩევ­ნია, მო­ით­მი­ნო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა თუ არა­სო­დეს გა­მო­ცა­დო ის?

- წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ღმერ­თ­მა არა­სო­დეს გა­მო­მაც­დე­ვი­ნოს - მხო­ლოდ ამას ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ თავს. იმედ­გაც­რუ­ე­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ცუ­დი რამ არის.

- თუ ცხოვ­რე­ბა ხან­მოკ­ლეა, რა­ტომ ვა­ი­ძუ­ლებთ თავს, ვა­კე­თოთ ის, რაც არ მოგ­ვ­წონს?

- სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღით ვტკბე­ბი. ვცდი­ლობ, დღე­ე­ბი გა­ვი­ლა­მა­ზო... ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ იმას, რაც ჩემ­თ­ვის გა­მო­სა­დე­გა­რი და მო­სა­წო­ნია.

- რომ მო­გე­ცეს შან­სი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თი დე­ტა­ლი შეც­ვა­ლო, რა იქ­ნე­ბო­და ეს?

- არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო... სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. მი­ხა­რია თუ მწყინს, ყვე­ლა­ფერს ერ­თ­ნა­ი­რად გან­ვიც­დი. ვი­სურ­ვებ­დი, რომ არ ვი­ყო ასე­თი ემო­ცი­უ­რი. შე­ვეც­დე­ბო­დი მაქ­სი­მა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ყო­ვე­ლი წა­მით დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­და მსოფ­ლი­ოს ვა­ლუ­ტა. რა ტი­პის სამ­სა­ხუ­რი გაგ­ხ­დი­და მდი­დარს?

- რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბედ­ნი­ე­რე­ბა ვა­ლუ­ტაა, ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გამ­ხ­დი­და მდი­დარს.

- შენ აკე­თებ იმას, რი­სიც გჯე­რა, თუ ცდი­ლობ და­ი­ჯე­რო იმის, რა­საც აკე­თებ?

- მე ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ იმას, რი­სიც მჯე­რა. თუმ­ცა, არის რა­ღა­ცე­ბი, რი­სი გა­კე­თე­ბაც ხან­და­ხან არ გვინ­და, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია მო­ითხოვს...

- რამ­დე­ნად აკონ­ტ­რო­ლებ ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნას, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა?

- რა თქმა უნ­და, ჩემ გარ­შე­მო მომ­ხ­დარ ყვე­ლა მოვ­ლე­ნას ვა­კონ­ტ­რო­ლებ. რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმას მონ­დო­მე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოს კი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა ვტო­ვებ.

- სა­სა­დი­ლოდ ნაც­ნო­ბებ­თან ერ­თად წახ­ვე­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შე­ნი ახ­ლო მე­გობ­რის უსა­მარ­თ­ლოდ გაკ­რი­ტი­კე­ბა და­იწყეს. რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

- აუცი­ლებ­ლად, ყვე­ლას "მო­ვა­კე­ტი­ნებ", ვინც ჩემს ახ­ლო­ბელს ცუ­დად შე­ე­ხე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ლან­ძღ­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ.

- და­არ­ღ­ვევ­დი თუ არა კა­ნონს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად?

- გა­აჩ­ნია, თუ ეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბა, ცხა­დია, კა­ნონს და­ვარ­ღ­ვევ. მის გა­მო შე­იძ­ლე­ბა, თა­ვიც კი გავ­წი­რო.

- რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან?

- ალ­ბათ, არაფ­რით... მეც ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე და ცხოვ­რე­ბა აქვს. ერ­თა­დერ­თი, სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ცო­ტა­თი ცნო­ბი­ლი ვარ... ამას ქედ­მაღ­ლო­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს.

- გა­იხ­სე­ნე ის, რა­ზეც ოდეს­ღაც ოც­ნე­ბობ­დი და არ გა­გი­კე­თე­ბია.

- ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე ვოც­ნე­ბობ და მინ­და, ყვე­ლა ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციო. კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს. მინ­და, გრან­დი­ო­ზუ­ლი სო­ლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო, კარ­გი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. ამ ყვე­ლა­ფერს აუცი­ლებ­ლად მო­ვა­ბამ თავს, უბ­რა­ლოდ, დრო მჭირ­დე­ბა. იმედს არ ვკარ­გავ. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ მაქვს.

- სა­მუ­და­მოდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, ამ წი­ნა­და­დე­ბას რა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­თან­ხ­მ­დე­ბი?

- სხვა ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პე­რი­ო­დით წა­ვი­დო­დი. მაქ­სი­მუმ, ალ­ბათ ერ­თი თვით. უფ­რო მე­ტი დრო­ით რომ წა­ვი­დე, ალ­ბათ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უნ­და მი­ვი­ღო. ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­ქარ­თ­ვე­ლო მიყ­ვარს და სხვა­გან ვერ ვიცხოვ­რებ. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მაგ­რამ სამ­შობ­ლო ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება