ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს

ქართველი ქალების გულთამპყრობელ მურატ ილდირიმს ახალი რჩეული ჰყავს

ქართველი ქალების გულთამპყრობელი მსახიობი მურატ ილდირიმი შეყვარებულია. "სავაშ ბალდარის" ახალი რჩეული მაროკოელი მოდელი და მსახიობი იმანე ელბანია. იგი 2006 წელს "მის მაროკო" გახდა, შემდეგ კი "მის არაბული სამყაროს" ტიტულის მფლობელი. მოღვაწეობს ლონდონში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში.

რამდენიმე დღის წინ ელბანიმ ილდირიმს თურქეთში ჩააკითხა და პრესამ მათი ერთობლივი ფოტოც მოიპოვა, რომელზეც ჩანს, როგორ კოცნის მურატ ილდირიმი საყვარელ ქალს. აღსანიშნავია, რომ ცნობილ მსახიობს პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ (ბურჩინ თერზიოღლუს 2014 წელს გაეყარა) ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ამიტომ მედია მოუთმენლად ელოდა მის გვერდით ახალი რჩეულის გამოჩენას.

მურატ ილდირიმის ქართველი მეგობარი ნინელი ფუტკარაძე, რომელიც თბილისის მერის მრჩეველია, ფეისბუქის პირადი გვერდიდან ულოცავს მსახიობს და წერს: "ვულოცავ ჩემს უახლოეს მეგობარს, უნიჭიერეს მსახიობს, არაჩვეულებრივ პიროვნებას მურატ ილდირიმს გაბედნიერებას. მინდა, რომ სულ ბედნიერი იყოს იმანესთან ერთად".

თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი ქართველმა მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. იგი საქართველოში ცნობილი გახდა სერიალებით "სიყვარული და სასჯელი" და "ასი". მოგვიანებით ის საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა საქველმოქმედო მიზნებით, იყო ქართული "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრიც.

ილდირიმი თბილისში პირველად 2013 წელს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა. ცნობილია, რომ მურატი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და განსაკუთრებით მგრძნობიარე იმ ბავშვების მიმართაა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება