ქართველი მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალა - "სიტყვები უძლურია ტკივილის გამოსახატად..."

ქართველი მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალა - "სიტყვები უძლურია ტკივილის გამოსახატად..."

"სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გამოსახატად, რასაც შენი დაკარგვის გამო განვიცდით ჩვენო თბილო და ულამაზესო ქეთი. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული...", - ეს და ბევრი ასეთი გულისტკივილით სავსე სიტყვა ვრცელდება ორი დღეა სოციალურ ქსელში ულამაზესი გოგონას ფოტოსთან ერთად.

ეს გოგონა ქეთი ჯაფარიძეა, მოდელი, რომელიც ბოლო წლებში ჩინეთში მოღვაწეობდა - იქაურ პოდიუმზე იდგა და საინტერესო პროექტებში მონაწილეობდა... ცოტა ხნის წინ ქეთი სამშობლოში დაბრუნდა, მოულოდნელად ცუდად გახდა ვირუსული მენინგიტით და 13 ნოემბერს თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოში განგვიმარტეს, სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.

"ჯანმრთელი, წარმატებული გოგო... დიპლომები აიღო, დაგეგმილი პერსპექტივით, უცხოეთიდან სვანეთში დაბრუნდა ცოტა ხნით და ერთ თვეში დამთავრდა ყველაფერი... დღეს დილით სვანეთში გადაასვენეს... საბრალო..." - წერენ ქეთი ჯაფარიძის ახლობლები სოციალურ ქსელში.

ქეთის და, ჟუკაც, ასევე წარმატებული მოდელია და დების სილამაზეს არაერთხელ აღუფრთოვანებია მაყურებელი... იხილეთ ფოტოები

ლუკა ჩიქოვანი რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოსა და ლედი გაგას გვერდით - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც რიდლი სკოტის ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა

"სველი წერტილის განხილვა ასე საჯაროდ მე თვითონ მერიდება, იმათ რატომ არ ერიდებათ, მიკვირს" - სოფო ჭყონია რთულ სამუშაო პირობებზე მოდელების ნაწილის ბრალდებას პასუხობს

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა