ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''

ხატია შამუგიას გულახდილი ინტერვიუ - ''არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან''

აღმოჩნდა, რომ ხატია შამუგია საპიოსექსუალია. "ადამიანში ყველაზე მიმზიდველი, სექსუალური და საინტერესო არის ტვინი", - ამბობს ის.

ასევე ხატიამ ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ მართლა ჰქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ალექსანდრე პეტრიაშვილის ცოლთან, ეკა მიშველაძესთან დღეს ხატია მეგობრობს.

- როგორი აღნაგობის მამაკაცები მოგწონთ?

- რაღაც კონკრეტული "გაიდი" არ მაქვს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ძალიან მაღალი მამაკაცები არ მომწონს. უფრო, საშუალო სიმაღლის და "თხელი" აღნაგობის.

- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებული ვალდებულებები აქვთ ქალსა და მამაკაცს? ვალდებულია მამაკაცი, რომ ქალი საჩუქრებით გაანებივროს? ქალის ვალდებულებად მიგაჩნიათ სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება?

- ქალი ვალდებული არ არის, რომ საჭმელი გააკეთოს, სახლის დალაგებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თუ დამლაგებლის აყვანის საშუალება არ აქვს, რადგან არეულ სახლში ცხოვრება აუტანელია. მამაკაცი ვალდებულია ქალი გაანებივროს საჩუქრებით, იმისთვის, რომ საყვარელ ქალს გაულამაზოს ცხოვრება. ქალმაც უნდა გაულამაზოს მამაკაცს ცხოვრება, მაგრამ არა სახლის ლაგებითა და საჭმლის კეთებით, ეს ხომ უბრალოდ, ყოველდღიური რუტინაა?! ქალს ძალიან უყვარს, როცა ანებივრებენ, ქალი იმისთვისაა ქალი, რომ გაანებივროს მამაკაცმა.

- დაასახელეთ ერთი თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იდეალურ მამაკაცს.

- იმისთვის, რომ იდეალური იყოს, ერთი თვისება საკმარისი არ არის, მაგრამ ერთ- ერთი არის მზრუნველობა. იდეალურმა მამაკაცმა, უნდა იცოდეს ქალის მოვლა.

- როგორ ფიქრობთ, დისტანცია საჭიროა რომანტიულ ურთიერთობებში?

- დისტანციური ურთიერთობა, არ არის გულწრფელი ურთიერთობა. თუმცა, ფამილიარობა არანაირ ურთიერთობაში არ მომწონს.ზღვარგადასული ხუმრობები არ მომწონს, ელემენტარული ურთიერთპატივისცემა აუცილებელია. თამაშის წესები არ არსებობს, თვითონ თამაში გაჩვენებს ყველაფერს და დიდი მნიშვნელობა აქვს, მეორე ნახევარი როგორ მოგყვება.

- "თავის დაფასებაზე" რას იტყვით?

- საერთოდ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ საკუთარი თავის ფასი ქალმაც და მამაკაცმაც უნდა იცოდეს. ურთიერთობაში, როგორც მამაკაცი უნდა სცემდეს პატივს ქალს, ასევე ქალი - მამაკაცს.

- ამბობენ, რომ ერთ დროს რომანი გქონდათ ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მართალია?

- უკვე ამ თემაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის ადამიანი ძალიან ბედნიერია. მას ყავს შესანიშნავი ცოლი, მასთან ვმეგობრობ. ისინი ახალდაქორწინებულები არიან. ჩვენი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დამთავრდა. მე არ უარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხნის დასრულებულია.

განაგრძეთ კითხვა

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია