"მისმა უკმაყოფილო სახემ სტიმული დამაკლო" - ვინ არის გოგონა, რომლის გამოც სალომე ჭაჭუას "შურიანი" უწოდეს

"მისმა უკმაყოფილო სახემ სტიმული დამაკლო" - ვინ არის გოგონა, რომლის გამოც სალომე ჭაჭუას "შურიანი" უწოდეს

27 წლის ადვოკატი, თეონა ქორიძე პროექტის - "შენ შეგიძლია ცეკვა" კასტინგზე შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. ჟიურის ასეთი გადაწყვეტილება ინტერნეტსივრცეში განხილვის საგნად იქცა. პროექტს მიღმა თეონას დატოვებისთვის, ჟიურის ერთ-ერთ წევრს - სალომე ჭაჭუას "შურიანი" უწოდეს.

ნახეთ ვიდეო| სექსუალური ადვოკატი, რომლის გამო სალომე ჭაჭუა შურიანობაში დაადანაშაულეს

ჟურნალი "გზა" 17 ნოემბრის , 46-ე ნომერში გთავაზობთ ინტერვიუს თეონა ქორიძესთან:

- პროექტისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. ამიტომ სასცენო ნომრის მომზადებაში დახმარება ქორეოგრაფს ვთხოვე.

- ფართო აუდიტორიის წინაშე სხვა დროს გამოსულხარ?

- არასოდეს. ვიდრე კონკურსზე გავიდოდი, მანამდე პროექტიდან დამირეკეს - დასავლეთ საქართველოში ვინმე გულშემატკივარი თუ გყავს, წამოიყვანეო. სამწუხაროდ, იქ არავინ მყავდა. არც ვინმესთვის მითქვამს, რომ კონკურსზე წამოსულიყო - ზედმეტად არავინ შევაწუხე. მხოლოდ დედა და დისშვილი იყო მოსული. სცენაზე რომ გავედი და ცეკვა დავიწყე, მაყურებლებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. მათი ოვაცია, ტაში ჩემთვის მოულოდნელი იყო! ვერც წარმოვიდგინე, რომ ამდენი ადამიანი ტაშს მიკრავდა. უბედნიერესი ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ასეთ პროექტში პირველად ვმონაწილეობდი, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დადებითი ემოცია გამოხატა.

- ხალხის ასეთი ემოციის ფონზე, ჟიურის გადაწყვეტილება შენთვის მოულოდნელი იყო?

- საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ. მეტს ველოდი. ცეკვა რომ დავასრულე, უკმაყოფილების გრძნობა მქონდა. ძალიან მინდოდა, შემდეგ ტურში გადავსულიყავი, მაგრამ რადგან ასე შემაფასეს, ალბათ, ასე დამინახეს...

განაგრძეთ კითხვა

"მაგიდის ქვეშ ყოველთვის  ერთმანეთის ხელი გვეჭირა და ყველა ემოციას ვგრძნობდით" - ოდრი და ჟივენში - მოდის და კინოს სამყაროს პლატონური სიყვარულის ამბავი

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ