რუსული პრესა 62 წლის ლუბოვ უსპენსკაიას და 29 წლის სტრიპტიზიორის ურთიერთობის ინტიმურ დეტალებზე წერს

რუსული პრესა 62 წლის ლუბოვ უსპენსკაიას და 29 წლის სტრიპტიზიორის ურთიერთობის ინტიმურ დეტალებზე წერს

რუსული შანსონის ვარსკვლავის ლუბოვ უსპენსკაიას გარშემო ახალი ჭორი აგორდა. რუსული პრესა აქტიურად წერს მისი და შავკანიანი მოცეკვავის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. პრესას კი სალაპარაკო ამ უკანასკნელის ყოფილმა შეყვარებულმა - ტატიანა კურილიუკმა გაუჩინა.

სამი წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც 62 წლის უსპენსკაია 29 წლის სტრიპტიზის მოცეკვავე ჯოზეფ მუნგოლეს ტუჩებში კოცნის. ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოყვა. მომღერლის თქმით, პროვოკაციული ფოტო ფოტოშოპით იყო გაკეთებული. თუმცა, ჯოზეფმა ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მათ შორის სასიყვარულო კავშირი იყო. სტრიპტიზიორის ყოფილმა შეყვარებულმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უსპენსკაია მათ სახლში ხვდებოდა მის პარტნიორს თვეების მანძილზე. ამასთან, გოგონამ ყოფილი შეყვარებულების სექსუალური ცხოვრების პიკანტური დეტალებიც გაამხილა.

"ჯოზეფი მუშაობდა კლუბში "ეგოისტი ქალი", რომელსაც ხშირად სტუმრობდა უსპენსკაია. ის მისი საყვარელი მოცეკვავე იყო. ჯოზეფი მიყვებოდა, როგორი ვნებიანი სექსი ქონდათ. ყველაფერი ერთნაირად იწყებოდა: იწყებოდა მაგიდასთან საუბრით, შემდეგ კი ლუბა სახლში მიყავდა. უსპენსკაია ძალიან გაუმაძღარი ქალია, სექსი საათნახევარს უგრძელდებოდათ. განსაკუთრებით მომღერალს უყვარდა ორალური სიამოვნების მინიჭება. ჯოზეფის თქმით, უსპენსკაია მას ერთ ჯერზე 50 000-ს უხდიდა. ლიუბას გარდა ჯოზეფს მსგავსი ურთიერთობა ქონდა მომღერალ სლავასთან და ანა სემიონოვიჩთან", - აღნიშნა სტრიპტიზის მოცეკვავის ყოფილმა შეყვარებულმა.

ტატიანას თქმით, ჯოზეფს ძალიან ეწყინა, როდესაც ფოტო გავრცელდა, რის შემდეგაც მისი და უსპენსკაიას ურთიერთობა დასრულდა.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა

ნინო სურგულაძემ საყვარელი მამაკაცი გამოაჩინა - წყვილი ტყუპს ელოდება

ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდება - "ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო..."