ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის შემცვლელი იპოვა - მსახიობმა თვალი სექსუალურ მარგო რობის დაადგა

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის შემცვლელი იპოვა - მსახიობმა თვალი სექსუალურ მარგო რობის დაადგა

როგორც უცხოური ტაბლოიდები იუწყებიან, ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის შემცვლელი უკვე იპოვა. მისი ახალი გულისსწორი 26 წლის მარგო რობია. წყაროები ირწმუნებიან, რომ მარგო პოზიტიურ გავლენას ახდენს ბრედზე. ეს უკანასკნელი კი იმდენად სავსეა ოპტიმიზმით, რომ უკვე საჯარო თავშეყრის ადგილებში გამოჩენას არ ერიდება და გაცილებით უკეთ გამოიყურება.

ნახეთ ვიდეო| 26 წლის სექსსიმბოლო, რომელმაც ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლი დაავიწყა

"ბრედი დარწმუნებულია, რომ მარგო ყველაზე სექსუალური ქალია ჰოლივუდში. ყველანაირად ცდილობს მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. ის ნამდვილად არ დარჩება მარტო", - აცხადებს ინსაიდერი.

ამბობენ იმასაც, რომ ბრედმა ლამაზმანს ჯოლისთან გაყრამდე დაადგა თვალი. ახლა, როდესაც პიტი ოფიციალურად აფორმებს განქორწინებას, მისი ყურადღება მთლიანად მარგოზეა გადართული. ბრედს ისიც არ აწუხებს, რომ რობი უკვე წლებია სცენარისტ ტომ ეკერლის ხვდება.

მომზადებულია elle.ru-ს მიხედვით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს