გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."

გაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს - "ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან..."

ნუკი კოშკელიშვილის ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. მოდელი და ტელეწამყვანი გათხოვებამდე არაერთხელ ყოფილა ჭორების სამიზნე, თუმცა ბოლო პერიოდია, აქტიურად განიხილავენ მისი ქმართან გაშორების ამბავს. ეს ჭორი ჟურნალმა "თბილისელებმა" ნუკისთან გადაამოწმა, რომელმაც კიდევ ბევრი საინტერესო რამ უამბო გამოცემას. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"საქართველოსთან შედარებით, აქ ბევრად რთულია სამსახურის დაწყება... თუმცა, ვცდილობ, შევძვრე სადმე და ქასთინგებზე ვიარო. უკვე რამდენიმე გადაღებაზე ვიყავი, ერთ-ერთი იყო "დისკავერის", სადაც მკვდარი სხეული ვიყავი. ეგრევე მომკლეს (იცინის). ასევე, ჯეიმს ფრანკოსთან და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მქონდა გადაღება. მართალია, უკანა ფლანგზე ვიდექი და არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ მქონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, თითოეული ეს ნაბიჯი წინსვლაა. ამერიკაში ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ვცდილობ, საინტერესო რამე გავაკეთო.

- საქართველოში პოპულარობის შემდეგ, მაინც ცხოვრების ნულიდან დაწყება რთული არ იყო?

- კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რასაც საქართველოში მივაღწიე, ეს ხომ შრომის შედეგი იყო. ახლა კიდევ, ბრახ და თავიდან უნდა დაიწყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება არ იკარგება, ეს ისევ შენია. მუღამიანი და აზარტული უნდა იყო, რომ თავიდან აუწყო ცხოვრებას ფეხი. თამაშებში აზარტული საერთოდ არ ვარ, მაგრამ ცხოვრებას დიდი აზარტით ვუდგები. თან, წელს ბევრად უფრო ნაკლები სტრესი მაქვს. წინა წელს ბვეყნიდან ვერ გამოვდიოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. საბუთებს ვაგროვებდი, ქვეყნის დატოვებისა და მუშაობის უფლება რომ მომეპოვებინა. ახლა კიდევ, როგორც იქნა, გავაკეთე ეს საბუთები და ერთ თვეში ისევ საქართველოში ვიქნები. ასე მგონია, ცარიელი ფურცელი მიდევს წინ და რასაც მინდა, იმას დავხატავ. რას დავხატავ კიდევ, მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული.

- ნუკი, ბევრს ჭორაობენ შენი და ბენის დაშორების შესახებ. რეალურად რა ხდება?

- სიმართლე ის არის, რომ არ დავშორებულვართ. ეგ არის ჭორი და სისულელე, ოღონდ საიდან დაიწყო, არც ვიცი. ალბათ, ვარაუდობენ - ვაი და გაარტყან, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, არ დავშორებულვართ და არც ვაპირებთ... ისევ ისეთ ეიფორიაში ვართ, როგორშიც ვიყავით ახალდაქორწინებულები. ყოველ საღამოს ვიკრიბებით და ვყვებით, რა მოხდა დღის განმავლობაში. საუბარს არ ვაცდით ხოლმე ერთმანეთს (იცინის).

- ჭორებზე როგორ რეაგირებ?

- საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს - დამაშორეს დამაშორეს, მაგრამ ხომ არ დავშორებივარ?! ჩემმა ოჯახის წევრებმა სიმართლე იციან. ბენის ოჯახის წევრებმა კიდევ, კითხვა არ იციან ქართულად და მათ გვერდს უვლის ეს ამბები (იცინის). ყველაფერზე რეაგირება რომ მოვახდინო, გავგიჟდები კიდეც.

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება