ვინ არის 24 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმში გადაიღეს

ვინ არის 24 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ჰოლივუდურ ფილმში გადაიღეს

17 ნოემბერს AFI Fest-ზე შედგა ამერიკული ბლოკბასტერის პრემიერა "პატრიოტის დღე", რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლავთ პიტერ ბერგი.

21 დეკემბრიდან ფილმი შეზღუდული რაოდენობით გავა ეკრანებზე, ხოლო 2017 წლის 13 იანვრიდან ფართო რეალიზი მოხდება.

მთავარ როლს ფილმში მარკ უელბერგი ასრულებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფილმში ახალგაზრდა ქართველ მსახიობს, 24 წლის თემო მელიქიძეს შეხვდებით.

ქართველი მსახიობი ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო.

AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ თემო მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.

"ეს იყო წითელ ხალიჩაზე პირველი გასვლა და როგორ გითხრათ, ბავშვობიდანვე მაგ მომენტზე ვოცნებობდი..სიზმარში მეგონა თავი და კიდევ ეხლაც სიზმარში მგონია თავი და არ ვიღვიძებ"-აღნიშნა მელიქიძემ "რუსთავი"-2-თან ინტერვიუში.

მთავარ სცენაში თემო მელიქიძეს პარტნიორი, ოსკაროსანი ჯ.კ სიმონსია, ფილმში მთავარ როლს კიდევ ერთი ოსკაროსანი მარკ უელბერგი ასრულებს.

თემო მელიქიძე ჩეჩენი ტერორისტის როლს თამაშობს, ეს უკვე თემოსთვის მეორე პროექტია ჰოლივუდში, მანამდე მან სერიალ "24 ლეგალისში" ითამაშა რომელიც ცნობილი სერიალის "24 საათის" ანალოგია, სადაც მთავარ როლს კიფერ საზერლენდმა ასრულებდა.

სერიალის პრემიერა 5 თებერვალს შედგება.

თემო მელიქიძის შესახებ უკვე დაწერა პრესტიჟულმა hollywood reporter-მა... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება