პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის ტრადიციული სპონსორია

პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის ტრადიციული სპონსორია

28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს კინომოყვარულებს და რამდენიმე განყოფილებისგანშედგება: ევროპული კინო, ფრანგული კოლექცია, ქვეყანა ფოკუსში, სპეციალური ჩვენება და სხვა.

კინოფესტივალმა რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ კონკურსს „ქართული პანორამა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და გამარჯვებული რეჟისორების დაჯილდოება. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია „ქართული პანორამის“ უცვლელი სპონსორია.

„კინოინდუსტრიის განვითარება არა მხოლოდ კულტურული, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორად ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე მესამე წელია პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, კერძოდ „ქართული პანორამის“ მხარდამჭერია.აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფს, რომელიც ყოველ წელს მრავალფეროვან და საინტერესო კინოჩვენებებს სთავაზობს მაყურებელს.“ - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

ფესტივალზე დაწესებულია ორი ოფიციალური ჯილდო: ოქროს და ვერცხლის პრომეთე, რომელიც გადაეცემა საერთაშორისო კონკურსის და ქართული პანორამის გამარჯვებულებს. გასული წლების „ქართული პანორამის“ გამარჯვებული რეჟისორები პაშა ბანკის დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრნენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება