აბსურდულ სიტუაციებში დაღუპული ცნობილი ადამიანები

აბსურდულ სიტუაციებში დაღუპული ცნობილი ადამიანები

ალბათ, ყოველ თქვენგანს გსმენიათ ისტორია ადამიანებზე, რომლებიც სიცოცხლეს ძალიან აბსურდულად გამოესალმნენ. ცნობილ პიროვნებებს შორის მრავლად არიან უცნაურ გარემოებაში გარდაცვლილები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ბერძენი ფილოსოფოსი გრისიპი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 207 წელს ბერძენი ფილოსოფოსი სიცილისგან გარდაიცვალა, როდესაც უყურებდა, როგორ ცდილობდა მისი მთვრალი ვირი თივის შეჭმას.

გრიგორი რასპუტინი

მოწამლეს, თავში ესროლეს, კიდევ სამი ტყვია მოარტყეს სხეულში, სასტიკად ცემეს, კასტრაცია გაუკეთეს და მდინარეში გადააგდეს. სამი დღის შემდეგ ცხედარი იპოვეს, რომელსაც ფილტვებში წყალი, სხეულში ტყვიები, სისხლში კი საწამლავი აღმოაჩნდა.

სტანისლავ ლეშინსკი

88 წლის ასაკში პოლონეთის მეფე დამწვრობისგან გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ბუხართან ახლოს ჩაეძინა. მის ტანსაცმელს ნაპერწკლებისგან წაეკიდა ცეცხლი.

ჯორჯ პლანტაგენეტი

კლარენსის პირველი ჰერცოგი ღვინის კასრში დაახრჩვეს.

პიეტრო არეტინო

იტალიელმა დრამატურგმა და რენესანსის ეპოქის სატირიკოსმა სუფრაზე უხამსი ანეკდოტი მოისმინა, ხარხარი აუტყდა, დაეცა და თავის ქალა გაუტყდა.

ალან სპეისი

ბრიტანელი მრბოლელი ბელგიაში გამართული გრან პრის დროს გარდაიცვალა. სახეში მას ჩიტი დაეჯახა, რის შემდეგაც მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დაიმტვრა.

ლესლი ჰარვი

მუსიკოსი კონცერტის დროს გარდაიცვალა მიკროფონის მოკლე ჩართვის შედეგად.

ტენესი უილიამსი

ამერიკელი დრამატურგი და პროზაიკოსი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ტენესი უილიამსი დაიხრჩო, როდესაც თვალის წვეთების ფლაკონის თავსახური გადაეყლაპა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება