დემნა და გურამ გვასალიები ბრიტანული მოდის დაჯილდოვების ტრიუმფატორები გახდნენ

დემნა და გურამ გვასალიები ბრიტანული მოდის დაჯილდოვების ტრიუმფატორები გახდნენ

5 დეკემბერს ბრიტანული მოდის დაჯილდოება გაიმართა ლონდონში, "როიალ ალბერტ ჰოლში". ქართველი დიზაინერები, ძმები დემნა და გურამ გვასალიები დაჯილდოვების ტრიუმფატორები გახდნენ. გვასალიები სამ კატეგორიაში იყვნენ წარდგენილნი: წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში - დემნა გვასალია, წლის საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერის კატეგორიაში - გურამ გვასალია ბრენდისთვის VETEMENTS, ხოლო საერთაშორისო ურბან-ლაქშერი ბრენდის კატეგორიაში მათი ბრენდი VETEMENTS.

იხილეთ ვიდეო დაჯილდოვებიდან

ეს ღამე ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიასთვის დიდი ღამე გამოდგა! მან მოდის სახლ "ბალენსიაგასთვის" წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა. ძმების ბრენდმა VETEMENTS კი საერთაშორისო ურბან-ლაქშერი ბრენდის კატეგორიაში გაიმარჯვა.

გვასალიას უპირატესობა მიანიჭეს გუჩის, ვერსაჩეს და ჟივენშის დიზაინერების ფონზე, რომლებიც აგრეთვე წარდგენილნი იყვნენ საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში.

მხოლოდ ნომინაციას დაჯერდა გურამ გვასალია, რომელიც საერთაშორისო ბიზნეს ლიდერის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ამ ნომინაციაში გამარჯვება გუჩის წარმომაგენელმა მარკო ბიზარიმ მოიპოვა.

დაჯილდოებას 4 000 ადამიანი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ დევიდ ბექჰემი, ტომ ფორდი, კეიტ ბეკინსეილი, ლედი გაგა, სელმა ჰაიეკი და სხვები. საუკეთესო საერთაშორისო მოდელად ჯიჯი ჰადიდი დასახელდა.

მომზადებულია vogue.co.uk-ს მიხედვით

Balenciaga’s Georgian creative director Demna Gvasalia wins international fashion award

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება